პროკურორის მკვლელობის საქმის ძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურა მზადაა დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც კუჭავას ოჯახმა მოიწვია, ოფიციალურად ჩართოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

დაკავება - Sputnik საქართველო
მოკლული პროკურორი შეიძლება კუჭავას ერთადერთი მსხვერპლი არ იყოს

კუჭავას ოჯახის წევრები და ახლობლები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვითაც  ბიზნესმენმა სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

„პროკურატურა  მზადაა დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც კუჭავას ოჯახმა მოიწვია, ოფიციალურად ჩართოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში“, — ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს როგორც კუჭავას ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან, ისე ვახტანგ ქირიას მხარესთან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირიას ცხედარი, მისი გაუჩინარებიდან სამ დღეში, 16 იანვარს, ბიძინა კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში იპოვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0