თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავა, შესაძლოა, კიდევ სამ მკვლელობასთან იყოს კავშირში, განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია 16 იანვარს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მას შემდეგ, რაც შსს-მ სავარაუდო მკვლელის სამძებრო ოპერაცია დაიწყო, საპატრულოს თანამშრომლებმა კუჭავას ავტომობილი გააჩერეს და სწორედ ამ დროს კუჭავამ მასზე რეგისტრირებული იარაღით თავი მოიკლა.
სახელმწიფოუსაფრთხოების მინისტრი თამაზ ნინუა და თავისი მეუღლე 2009 წლის 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში მოკლულები იპოვეს. მათ მკვლელობაში 60 წლის მამაკაცი იქნა ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს.
2007 წლის მაისში საკუთარ ბინაში იპოვეს აგრეთვე გიორგი მახალთაძის გვამი, რომელიც თავის არეში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი აზარტული თამაშები იქცა.