ადვოკატი: კუჭავას თვითმკვლელობის მოწმე საქართველოს სპეცსამსახურებთანაა კავშირში

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუჭავების ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ირწმუნება, რომ კუჭავას თვითმკვლელობის მოწმესთან შეხვედრისას მისი ტანსაცმლის ქვეშ სადენი და ფარული კამერა შენიშნა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მოწმე დავით პოპოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაა კავშირში, — მიაჩნია  კუჭავების ოჯახის ადვოკატ ნათია კორკოტაძეს.  

ადვოკატი ირწმუნება, რომ კუჭავას თვითმკვლელობის მოწმესთან შეხვედრისას მისი ტანსაცმლის ქვეშ სადენი და ფარული კამერა  შენიშნა, რის შემდეგაც პოპოვმა მასთან საუბარი შეწყვიტა. პოპოვის „მამხილებელ“ ვიდეოკადრებს ქართული მედია ავრცელებს, მათ შორის, რადიოსადგური „პირველი რადიო“. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურორის მკვლელობის საქმის ძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

„მას უნდოდა, რომ მე დამესვა მისთვის შეკითხვები, შემდეგ ამ ვიდეო ფირს მიიტანდა სუს-ის განყოფილებაში, ალბათ, და იქ გამოიკვეთებოდა, რომ მე, როგორც ადვოკატი, ზეწოლას ვახდენდი მოწმეზე და სავარაუდოდ, ჩემს მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე“, — განაცხადა ნათია კორკოტაძემ ბრიფინგზე „რუსთავი 2–ის“ ეთერში. 

შეგახსენებთ: სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარი, მისი გაუჩინარებიდან სამ დღეში, 16 იანვარს, ბიძინა კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში იპოვეს. მას შემდეგ, რაც შშ–ის თანამშრომლებმა სავარაუდო მკვლელის ძებნა დაიწყეს, ავტომობილი, რომელშიც კუჭავა იჯდა, პატრულმა გააჩერა. კუჭავამ, პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე, იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა.  

სწორედ ხსენებულ მანქანაში იმყოფებოდა დავით პოპოვიც. მედიის ვერსიით, ავტომობილი პოპოვს ეკუთვნოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0