თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რიგაში სტრადინის სახელობის საავადმყოფოს ქირურგები ლატვიის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს გულის ოპერაციას უტარებენ, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საავადმყოფოს პრესსამახურში.
პრეზიდენტი ორშაბათს დილით რიგის უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს „გაილეზერსის“ ტოქსიკოლოგიისა და სეფსისის კლინიკაში გადაიყვანეს. სახელმწიფო მეთაურის კანცელარიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი საავადმყოფოში ვირუსული ინფექციის მკურნალობისთვის მოათავსეს. სამშაბათს საავადმყოფოში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი კარდიოლოგიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„ოპერაცია დაიწყო“, — განაცხადეს საავადმყოფოში, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რამდენ ხანს გაგრძელდება ქირურგიული ჩარევა. აღინიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ ექიმები ჟურნალისტების წინაშე წარდგებიან.
ლატვიის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით სეიმის სპიკერი ინარა მურნიეცე ასრულებს.