მედია: ლატვიის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს

© photo: Sputnik / Оксана Джадан / გადასვლა მედიაბანკშილატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი
ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში რაიმონდ ვეიონისის ჰოსპიტალში მოთავსების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა თუმცა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთლობის შესახებ არ კონკრეტდება.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი „გაილეზერსის“ კლინიკაში ორშაბათს, დილით მოათავსეს, იუწყებიან ლატვიის ინტერნეტ-გამოცემები.

საავადმყოფოში მედიას ეს ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ვეიონისის ჯანმრთლობის შესახებ არ დაუკონკრეტებიათ.

მთავრობის კანცელარიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ყველა შეხვედრა და ღონისძიება გადადებულია.

ვეიონისს ამ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0