თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისი „გაილეზერსის“ კლინიკაში ორშაბათს, დილით მოათავსეს, იუწყებიან ლატვიის ინტერნეტ-გამოცემები.
საავადმყოფოში მედიას ეს ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ვეიონისის ჯანმრთლობის შესახებ არ დაუკონკრეტებიათ.
მთავრობის კანცელარიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ყველა შეხვედრა და ღონისძიება გადადებულია.
ვეიონისს ამ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.