თუ რესპუბლიკელები კოალიციას დატოვებენ, მათ პრობლემები შეექმნებათ

გამოწერა
უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია თვლის, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ დიდ წარმატებას მიაღწია: მისი წევრები გახდნენ მინისტრები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები და დეპუტატები.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების“ კოალიციაში შედის, შეიძლება სერიოზული პრობლემები გაუჩნდეს, თუ ისინი კოალიციას დატოვებენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პრეს-კონფერენციაზე, რომლის ვიდეო ჩანაწერი Youtube-ს საშუალებით  პოტრალმა Kvira.ge. გაავრცელა. 

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარტიები დეპუტატის 150 მანდატისათვის იბრძოლებენ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, „მწვანეები“ შეუერთდნენ
 

„თუ ისინი (რესპუბლიკელები —რედ.შენ.) გავლენ კოალიციიდან, მაშინ შესაძლოა მათ სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეექმნათ. გულრფელად რომ ვთქვათ, რესპუბლიკელები პროფესიონალთა გუნდია. მათ პოლიტიკაში ადრე არასოდეს ჰქონიათ ასეთი წარმატება — ამდენი მინისტრი, პარლამენტის წევრი, ამდენი კომიტეტის თავმჯდომარე არ ყოლიათ არასოდეს თავიანთი არსებობის მანძილზე. ამიტომ როგორც ჭკვიანი ადამიანები ისინი ამას აფასებენ“, — განაცხადა ქანთარიამ. 

ამასთან დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებში კოალიცია ერთიანად  წარსდგება და თუ ასე არ მოხდა „ესეც არ იქნება არანაირი ტრაგედია, რადგან ეს პოლიტიკაა და არაფერი მუდმივი არ არის“, აღნიშნა მან. 

ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს

2012 წლის ბოლო არჩევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. 

დღეისათვის მმართველ კოალიციაში შედიან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“  და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 


ყველა ახალი ამბავი
0