დეპუტატი: „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს

© photo: Sputnikენმ-ს მომხრეთა მიტინგი
ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაჭავარიანის აზრით, ივანიშვილი თავისი ფულითა და მაღალი ნდობით, შეეცდება წინასაარჩევნო პროცესში ჩაერიოს. მაგრამ ვნახოთ, სინამდვილეში რამდენად ენდობიან მას.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnk. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ მაჭავარიანი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამარცხებას წინასწარმეტყველებს.

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იგეგმება. პარტიები 150 დეპუტატის მანდატისათვის იბრძოლებენ. 

„ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს, ამის გარანტიას მე გაძლევთ. ჩვენ  (ენმ) გვაქვს ყველა შანსი თუ ვიქნებით ერთიანები და მობილიზებულები“ უთხრა მაჭავარიანმა საინფორმაციო სააგენტო „"Новости-Грузия"-ს.

დეპუტატის აზრით,  საპარლამენტო არჩევნების შედეგად,  ახალ პარლამენტში  სულ მცირე 4 პარტია მოხვდება, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ პარტიებზე საუბრობს. 

ქართული ოცნების ყრილობა თბილისში - Sputnik საქართველო
დეპუტატი ვახტანგიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლას არ გამორიცხავს

„ვფიქრობ ახალ პარლამენტში სულ მცირე 4 პარტია მაინც მოხვდება. რა თქმა უნდა ივანიშვილი თავისი ფულითა და მაღალი ნდობით შეეცდება ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესში. მაგრამ ვნახოთ, სინამდვილეში რამდენად ენდობიან მას“, — ციტირებს დეპუტატის სიტყვებს სააგენტო. 

ბოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლა. 

ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
ენმ: სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს რადგან, არჩევნებში დამარცხების შეეშინდათ

დღეისათვის მმართველ კოალიციაში შედიან „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.


ყველა ახალი ამბავი
0