დეპუტატი ვახტანგიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკში"ქართული ოცნების" ყრილობა თბილისში
ქართული ოცნების ყრილობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე მალხაზ ვახტანგიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა კოალიციამ ახალი ამოცანები უნდა დაისახოს, თუმცა მისი დაშლა გამორიცხული არ არის.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფრაქცია „ქართული ოცნება — ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე მალხაზ ვახტანგიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველ კოალიციაში ცვლილებები მოხდეს.

„კოალიციამ ახალი ამოცანები უნდა დაისახოს. კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის, მაგრამ ვერაფერს დავადასტურებ. ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, რა საკითხებზე შევთანხმდებით“, — განუცხადა ვახტანგიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“.

რა? სად? როდის? გადაღებების მსვლელობისას. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ „რა? სად? როდის?“ წევრებს თავის რიგებში იწვევს

თავის დროზე კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაერთიანდა, რათა საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დაემარცხებინა, — აღნიშნა ვახტანგიშვილმა.

შეგახსენებთ: დღეისათვის მმართველ კოალიციაში შედიან: პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0