ენმ: სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს რადგან, არჩევნებში დამარცხების შეეშინდათ

© photo: Sputnikენმ-ს მომხრეთა მიტინგი
ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რადგან მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღარ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ ჩამოართვა, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში წაგების ეშინია. 

 პარასკევს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რადგან მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღარ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. 

 „მიხეილ სააკაშვილის სახელთან ქვეყანაში ძალიან ბევრი რეფორმაა დაკავშირებული. იმის გამო რომ 2016 წელი ახლოვდება, ხელმძღვანელობას არჩევნებში წაგების ეშინია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ამ გზით შეეშალათ მისი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის ხელი საქართველოში. თუმცა ამ მექანიზმით, მისი შეზღუდვა არ გამოუვათ“, — განაცხადა პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. 

 მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად რჩება. „სააკაშვილი პარტიის ლიდერია, სხვა ტექნიკური დეტალები გარემოებების შესაბამისად გადაწყდება… პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით შეიკრიბება, თუმცა ამ ეტაპზე ახალი პოლიტიკური ლიდერის არჩევის აუცილებლობა არ დგას“, — განაცხადა წიკლაურმა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერა

 სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მთავარმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენა ბრალდება, მათ შორის პირადი საჭიროებისათვის 5 მილიონი დოლარის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე. მოგვიანებით სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა. 

 ოქტომბრის თვეში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უწყება ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩაორთმევის პროცედურას იწყებს, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა და შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

 საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქე ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მდგომარეობის ძალაში შესასვლელად  აუცილებელია იურიდიული და ტექნიკური პროცედურები. 


ყველა ახალი ამბავი
0