საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერა

© photo: Sputnik / Николай Лазаренко / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

„სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა  მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“, – ნათქვამია ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რადას დეპუტატი: სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მთავარმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენა ბრალდება.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. ქართული კანონმდებლობით კი, საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.


ყველა ახალი ამბავი
0