მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რადას დეპუტატი: სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

© photo: Sputnik / Павел Паламарчук / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე ოფიციალურად გახდა, განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა პარტიიდან „პეტრო პოროშნკოს ბლოკი“ მუსტაფა ნაიემმა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა პარტიიდან „პეტრო პოროშნკოს ბლოკი“  - მუსტაფა ნაიემმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი უკრაინა“.

 „მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად უკრაინის მოქალაქე გახდა“ — დაწერა დეპუტატმა სოციალური ქსელის Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ მეორე დეპუტატმა სერგეი ლეშჩენკომ Twitter-ის თავის მიკრობლოგში ეს ინფორმაცია დაადასტურა. „საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს უკრაინის მოქალაქეობა წარმატებით მიიღო. მიხო, ჩვენ ახალი ბათუმი გვინდა!.. სააკაშვილს ამ კვირაში შევხვდი ის ენერგიითა სავსე, რომ უკრაინას დაეხმაროს“, — დაწერა ლეშჩენკომ.

 

 უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს საღამოს პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უყვარს ოდესა და მარკ ბერნესის შესრულებით ვიდეორგოლის „Шаланды полные кефали“ ვებ-მისამართი მიუთითა. 


ყველა ახალი ამბავი
0