გლობალური კრიზისი და „ახალი ეკონომიკა“

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მისწრაფებაზე დაანგრიოს „ბებერი მსოფლიო“ და ვაშინგტონის წინააღმდეგობრივ სტრატეგიაზე სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი როსტისლავ იშენკო მსჯელობს.

როსტსლავ იშენკო, სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი

2000 წელს ცოტას თუ სჯეროდა, რომ სისტემურ კრიზისში ეფლობოდა. 2008 წელს ბევრი იმედოვნებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკას მხოლოდ მორიგი, ციკლური კრიზისი უდგებოდა, საიდანაც, რაღაც დანაკარგებით გამოვიდოდა სამი–ხუთი წლის შემდეგ (ვადები ექსპერტის ოპტიმიზმის დონეზე იყო დამოკიდებული).  დღეს ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ მსოფლიოკრიზისი ხანგრძლივია და სისტემურ ხასიათს ატარებს. მაგრამ რას ნიშნავს „სისტემური კრიზისი?“

მოდით, სხვაგვარი ფორმულირება გამოვიყენოთ: სისტემის კრიზისი. არა ეკონომიკური, არა ფინანსური, არა პოლიტიკური, არა რეგიონული,არამედ ურთიერთობათა (პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, საზოგადოებრივი) გლობალური სისტემის კრიზისი, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ერთპოლარული  pax аmericana–ს წარმოშობის შემდეგ ჩამოყალიბდა. ანუ, მსოფლიო თანამეგობრობის ორგანიზების ფორმა აღარ პასუხობს განვითარების მოთხოვნებს. 

ამგვარი სიტუაციიდან სტანდარტული გამოსავალი, რომელიც არაერთგზის გამოიცადა ХХ საუკუნეში — მსოფლიო ომია. სინამდვილეში მთელი მეოცე საუკუნე ერთი და იგივე მსოფლიო ომის გაგრძელება იყო. ის ორჯერ (1914-1918 და 1939-1945 წლებში) გადმოიღვარა ღია საომარ დაპირისპირებებად იმ ბლოკების მონაწილეობით, რომლებიც პლანეტის ზესახელმწიფოებს აერთიანებდა. ბოლო ეტაპი (ორი ზესახელმწიფოსა და მათ მიერ კონტროლირებადი სისტემების წინააღმდეგობა) ცივი ომის სახით მიმდინარეობდა, რომელსაც დაუნდობელი ეკონომიკური, საინფორმაციო და იდეოლოგიური ბრძოლა ახასიათებდა. ეს პერიფერული ომებისა და გადატრიალებების ფონზე მიმდინარეობდა, რომლებშიც მთავარი მოწინააღმდეგეების შეიარაღებული ძალები არაფორმალურად იყო ცართუი, ან საერთოდ არ იყო ჩართული. ბირთვული პოტენციალების ფაქტორმა, რაც დღესაც მუშაობს, ნულამდე დაიყვანა ზესახელმწიფოების პირდაპირი საომარი შეჯახებების შესაძლებლობა (თუ შეცდომას მივიღებთ მხედველობაში). 

დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სხდომა - Sputnik საქართველო
აპოკალიფსი დღეს — კონსოლიდაცია ხვალ

90–იანი წლების ბოლოს, გამარჯვებულის სასარგებლოდ რესურსების გადანაწილების ხარჯზე კრიზისული მოვლენების გადალახვის შესაძლებლობა („ცხელ“ თუ ცივ ომში) ამოიწურა.   

ამ თეზისს ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ აშშ–მა 2000–ინ წლებში დაიწყო, ხოლო 2010–იანებში ინტენსიური გახადა სისტემის ნგრევის პროცესი, რომელშიც ერთადერთი ჰეგემონის პოზიცია ეკავა. „მართვადი ქაოსის“ თეორიით შეიძლება აიხსნას ყველაფერი ერთი გარდა: რაში სჭირდება აღიარებულ მსოფლიო ლიდერს იმ მსოფლიო წესრიგის რღვევა, რომელშიც ლიდერია?

თუ უკანგავიხედავთ, დავინახავთ, რომ გერმანიამ ორი „ცხელი“ მსოფლიო ომი მაშინ წამოიწყო, როცა რესურსები შემოაკლდა. ანუ არსებული მსოფლიო წესრიგის სათავისოდ შეცვლა სურდა. 

აშშ და სსრკ ცივ ომში შესაბამისი სისტემის გლობალური დომინირებისთვის იბრძოდნენ. 

ყაზახეთში დსთ–ს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა - Sputnik საქართველო
ევრაზიული ეკონომიკა და რეგიონული უსაფრთხოება

მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობდა შემთხვევა, რომ რომელიმე სისტემის ლიდერ სახელმწიფოს მისი შეგნებულად არევა, ანუ ნგრევა წამოეწყო იმმომენტში, როცა მის ლიდერობას არაფერი ემუქრებოდა, ხოლო ჰეგემონის მიერ კონტროლირებადი რესურსები მნიშვნელოვნად ჭარბობდა მისი პოტენციური ოპონენტების გაერთიანებულ რესურსებს. 

ჩვენ საქმე გვაქვს იმგვარ ვითარებასთან, როცა აშშ–მა ვეღარ შეძლო მისივე შექმნილი სისტემის ძველებურად მართვა. სწორედ ამიტომ წამოიწყეს მისი რღვევა, რათა ახალ გლობალურ სისტემაზე გადასვლის (ან ძველის გადატვირთვის) საკითხი გადაეჭრათ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე. 

მაგრამ ქაოსით მართვა შეუძლებელია (რამდენიც არ უნდა ვეძახოთ მას მართული). თუ სახელმწიფო დანგრეულია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს სომალიში მოხდა, ლიბიაში თუ უკრაინაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სისტემის დანგრევის შემდეგ თქვენ საქმე გექნებათ სპონტანურ, არამდგრად, არასისტემურ გაერთიანებებთან, რომელთა მართვაც ნგრევადი სისტემის შესაძლებლობების ფარგლებში შეუძლებელია.  

მაგალითად, არმიის შტაბი იოლად მართავს დივიზიას ჩვეულებრივიოპერაციისას. მაგრამ თუ დივიზია ალყაშემორტყმულია, მოწყვეტილია კავშირსა და მომარაგებას და ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზეა გადასული, შტაბს მისი მართვა უკვე აღრა ძალუძს. უკეთეს შემთხვევაში, მართვის აღდგენა მხოლოდ ახალ დონეზე (დიდ სამამულო ომში პარტიზანულ მოძრაობას უშუალოდ მოსკოვი ხელმძღვანელობდა) და ურთიერთქმედების სრულიად განსხვავებული სისტემის ფარგლებში შეიძლება. 

ამგვარად, სისტემური კრიზისის პირობებში აშშ–მა ფსონი სისტემის ინმსწრებად რღვევაზე დადეს. ამასთან მათ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ კონტროლირებადი რესურსები საკმარისი გამოდგება საიმისოდ, რათა საყოველთაო და გარდაუვალი ქაოსის პერიოდი გადაიტანონ — უმცირესი დანაკარგებით, და ახალი სისტემის შექმნას შეუდგნენ. 

უხეშად რომ ვთქვათ, დანარჩენი მსოფლიოს დანაკარგები ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო აშშ–ის დანაკარგებზე. შედეგად ვაშინგტონი იქნებოდა რეგულარული მართვის ერთადერთი ცენტრი — შედარებითი სტაბილურობის კუნძული სრულიად არასტაბილური სამყაროში. 

ამერიკა თითქოს მწვავე რესპირატორული ინფექციით იოლად გამოძრომას ცდილობდა მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოს უმძიმეს პნევმონიაში ძირავდა.  

თუ ჩვენ ამ პოზიციიდან შევაფასებთ ვითარებას მსოფლიო ეკონომიკაში, მათ შორის, ნავთობზე ფასებსაც, მივხვდებით, რომ ფასების ვარდნა არა მხოლოდ საკმაოდ მყარია და ხანგრძლივი, არამედ ობიქტური ფაქტორიც გახლავთ. მოქმედი გლობალური სისტემის რღვევას არ შეიძლება არ მოჰყვეს წარმოების, საერთაშორისო ვაჭრობისა და კოოპერაციის  შემცირება. 

წითელი მოედანი მოსკოვში, 70–იანი წლები - Sputnik საქართველო
სსრკ–ის კრახი — საუკუნის გამოცანა

მსოფლიო, რეგიონული და ეროვნული ფონდებისა და საფინანსო ბაზრების დაცემის პერმანენტული პროცესი და ასევე ფასების (და მოთხოვნისაც) ვარდნა ყველა სახის ნედლეულზე, საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ნგრევის პოცესი და ეროვნული და რეგიონული ეკონომიკური სისტემების ავტარკიზაცია ძალას იკრებს. თავის მხრივ, აშშ სანქცირების მექანიზმის გამოყენების გზით განაგრძობს  სტაბილურობის დარჩენილი პატარა კუნძულების დესტაბილიზაციის მცდელობას. 

შეიძლება თუ არა შევეწინააღმდეგოთ ამგვარ სტრატეგიას? შეიძლება. მაგრამ ამას ყველა ვერ შეძლებს. იმისათვის, რომ აშშ–ის სტრატეგიას წარმატებული წინააღმდეგობა გავუწიოთ, სამი წინასწარი პირობის შესრულებაა აუცილებელი. 

პირველი: ამერიკასთან კონკურენციის მსურველი ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი უნდა ფლობდეს საკმარის რესურსებს (ადამიანურსა და ბუნებრივს, სამეცნიეროსა და ტექნოლოგიურს), რაც საშუალებას მისცემს მათ გადაიტანონ გლობალური ეკონომიკური კავშირების ნგრევის პერიოდი ავტარკიული ან ნახევრად ავტარკიული ეკონომიკის რეჟიმში. 

მეორე: სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საკუთარი სამრეწველო პოტენციალი, რაც პროდუქციაზე მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს — მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზეც. 

მესამე: ამგვარ სახელმწიფოს უნდაჰყავდეს ისეთი შეარაღებული ძალები, რომელიც მის რესურსებსაც დაიცავს  და მის შიდა სტაბილურობასაც ამერიკული სტრატეგიისგან. 

თუ ამ პუნქტებს რუსეთს მოვარგებთ, ვნახავთ, რომ მას სუსტი ადგილები აქვს პირველ პუნქტშიც და მეორეშიც.

სწორედ ამიტომ იბრძვის რუსეთის ხელმძღვანელობა ასე ჯიუტად ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ჩინეთთან პარტნიორობის შესანარჩუნებლადაც და ასევე, თუ მთელ ევროკავშირთან არა, გერმანიასთან მაინც.  

ჩინეთი დიდი ხნის წინ იქცა მსოფლიოს ამწყობ საამქროდ, რომელსაც პრაქტიკულად შეუზღუდავი შიდაბაზარი აქვს. გერმანიას ტექნოლოგიებისა და მაკომლექტებლების მიწოდების უზრუნველოფა შეუძლია. ყოფილი საბჭოთა შუა აზიური რესპუბლიკები — ეს ჩინეთისკენსატრანსპორტო დერეფანი, გაერთიანებული ევრაზიული ეკონომიკისთვის რესურსების ბაზა და გასაღების დამატებითი ბაზარია. საბჭოეთის ყოფილი ევროპული სახელმწიფოები კი გერმანიასთან (იდეალში, ევროკავშირთან) დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი და ასევე დამატებითი 50–60 მილიონიანი ბაზარია.  

ასეთ ფორმატში მოქცეულ ევროაზიულ ეკონომიკას ქაოტიზაციის პერიოდის უბრალოდაგდატანა კი არა, ისიც კი ძალუძს, რომ ალტერნატიული გლობალური სისტემის შექმნის წერტილად იქცეს — თანაც, უკვე ახლავე.  იმ პირობებში, როდესაც აშშ ქაოტიზაციაზე მუშაობს, რადგან მსოფლიოს ძველებურად მართვა აღარ შეუძლია, თვითკმარი ევროაზიური კლასტერი (რომელსაც რუსეთის ბირთვული ქოლგა იცავს) მთელი მსოფლიოს სტაბილურობის კუნძულებისთვის მიზიდულობის ბუნებრივ ცენტრად იქცევა.  

და აქ ნავთობსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე დავარდნილი ფასები უარყოფით როლს ვეღარ ასრულებს. პირიქით, ის რეგიონული და ეროვნული განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა. იაფი ნახშირწყალბადები კი აღარ გაიცვლება აშშ–ის მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე, არამედ საკუთარი მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითრების პირობებს შექმნის, რომელიც წარმატებით გაუწევს კონკურენციას ამერიკულს იმის ხარჯზე, რომ უფრო იაფ რესურსზე მიუწვდება ხელი და თანაც მსხვილ, გადახდისუნარიან და სტაბილურ ბაზარს გააკონტროლებს. 

საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრა უფრო ხელსაყრელია. მით უმეტეს, რომ ქაოტიზაციის ამერიკული სტრატეგია მხოლოდ ჩინეთის, რუსეთის ან ევროკავშირის წინააღმდეგ კია რ არის მიმართული, არამედ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, სომხეთისა და სხვათა  წინააღმდეგაც.  ვაშინგტონის პგადასახედიდდან, ძველი სამყარო ყველგან უნდა დაინგრეს, აშშ–ის გარდა, რა დროსაც ყველაზე სუსტები პირველები დაიხოცებიან, გადარჩენის შანსი კი მხოლოდ ძლიერებსა და იმ სუსტებს ექნებათ, რომლებიც უძლიერესებთან კავშირში აღმოჩნდებიან.

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას. 


ყველა ახალი ამბავი
0