აპოკალიფსი დღეს — კონსოლიდაცია ხვალ

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიდსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სხდომა
დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსეი მუხინი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზეწოლის იმ საგარეო ფაქტორებზე მოგვითხრობს, რომლებიც გავლენას მოახდენს უსაფრთხოების საერთო სისტემების ფორმირებაზე.

ალექსეი მუხინი — პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

სპეციალურად „Sputnik–ისთვის“

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2016 წელი პოსტსაბჭოთა სივრცის სრულფასოვანი კონსოლიდაციის წლად იქცეს. ამისათვის, პრაქტიკულად თითქმის ყველა პოლიტიკური წინაპირობა არსებობს, ხოლო ზეწოლის საგარეო ფაქტორები (ანტირუსული სანქციები, ტერორისტული საფრთხე და ა.შ.)  უსაფრთხოების სისტემის საერთო კონტურსაც გამოკვეთს. 

ბარაკ ობამას ბაგით აშშ–ის მიერ რუსეთისთვის „ცივი ომი 2.0–ის“ გამოცხადებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ძველი, ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს შექმნილი და დიდი ხნის წინ დაჟანგებული მექანიზმები, მოულოდნელად და ყველასთვის გასაოცრად, კვლავ ამუშავდა. 

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
სერგეი მარკედონოვი: ღარიბაშვილს რუსეთთან ურთიერთობებში წარმატებები ჰქონდა

ამის შედეგად რუსეთის მოსახლეობა მობილიზდა და ნაცვლად „ომისა ყველა ყველას წინააღმდეგ“ (ვაშინგტონის შემოქმედებითი ჯგუფის ჩანაფიქრით, სწორედ ასე უნდა ემუშავა სანქციებსა და იზოლაციას), კონსოლიდაციის საკმაოდ მყარ ნიშნებს ავლენს.  

ამას გარდა, იმის იმედი, რომ ეგრეთ წოდებული "აბრეშუმის გზა" რუსეთის გვერდის ავლით აშენდება, ძნელად თუ გამართლდება რეგიონში ძლიერი ტურბულენტობის გათვალისწინებით — რეგიონში, რომელშიც ჩინეთი ამ გზის გაყვანას გეგმავს. 

უკვე აშკარაა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემა (ან სხვა ნებისმიერი სტრუქტურისა, რომელიც მას შეცვლის — რამდენიმე უკვე მზადაა „ისლამური სახელმწიფოს“ შესაცვლელად, თუკი რუსეთი სირიაში, ხოლო აშშ — ერაყში, მოახერხებენ მისი ინფრასტრუქტურის განადგურებას) გავრცელდება ავღანეთზე, პაკისტანსა და სხვა რეგიონებზე. 

შედეგად, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოუწევს და ორგანიზაციის იმ წევრ–ქვეყნებში, რომელთა მიმართაც რადიკალ ისლამისტებს აგრესიის გამოჩენა და იქ არსებული რეჟიმების დამხობა შეუძლიათ, მეტი ძალების განთავსებაც. ხოლო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს ფინანსური ინსტიტუტების განვითარება მოუხდება, რათა საგრძნობი, ხელშესახები თანადგომა გაუწიოს და პოლიტიკური სისტემაც სტაბილური გახადოს, რაც რეგიონში წესრიგისა და მოსახლეობის სოციალური სტატუსის გარანტია.   

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი უახლოეს მომავალში, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკურად ვერ გაფორმდება: ალიანსის წევრი–ქვეყნები ჯერ ისევ უკიდურესად შფოთავენ რუსეთის გეოპოლიტიკური როლის გაძლიერების გამო. ნურსულთან ნაზარბაევიცა და ალექსანდრ ლუკაშენკოც, თავის მხრივ, ცდილობენ გაზარდონ  საკუთარი გეოპოლიტიკური კაპიტალიზაცია და ახალ მიჯნებზე გავიდნენ. ასე მაგალითად, ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, ხოლო ლუკაშენკო ევროკავშირთან პარტნიორობის პირობებს დაეთანხმა — სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამიტომ რუსეთი 2016 წელს დაკავებული იქნება სომხეთისა და ყირგიზეთის შესაძლებლობების გათანასწორებითა და მეტნაკლებად დაბალანსებული ეკონომიკური ველის შექმნით. 

ყაზახეთში დსთ–ს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა - Sputnik საქართველო
ევრაზიული ეკონომიკა და რეგიონული უსაფრთხოება

შორეული აღმოსავლეთის გადაკვეთაზე რუსეთი ინტენსიურად განავითარებს ურთიერთობებს ვიეტნამთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან, პარალელურად კი ევროპულ ბაზარზე საკუთარი პოზიციების ფრთხილად აღდგენასაც შეეცდება. საამისოდ, სავარაუდოა, რომ გამოიყენოს ტაქტიკა „დაყავი და იბატონე“  — რუსეთი ბრიუსელის გვერდის ავლით განაგრძობს მუშაობას ევროპასთან სხვადასხვა მიმართულებით. ამას შედეგად, სრულიად მოსალოდნელია, რომ პროექტ „სამხრეთის ნაკადთან“ დაბრუნება მოჰყვეს. ვითარება ბულგარეთში უკვე იცვლება  — რეჯეფ ერდოღანის მიერ რუსული თვითმფრინავის მიმართ დაშვებული შეცდომისა და რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებში მომხდარი ცვილებების წყალობით. 

„სირიის გზა“, რუსული იარაღის წარმატება (ორმაგი ეფექტი: გეოპოლიტიკური დასამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერება ახალი შეიარაღების გამოყენების შედეგად) რუსეთისა და მისი „ევრაზიელი“ პარტნიორებისკენ ახალ მოკავშირეებს მოიზიდავს აზიაში, ამერიკაში, აფრიკასა და, რაღა თქმა უნდა, ევროკავშირში. 

აშკარაა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია და „ჰიბრიდულად“ სახელდებულმა მწვავე ეკონომიკური დაპირისპირების ფორმა მიიღო, რასაც თან ახლავს მთელი რიგი ლოკალური კონფლიქტები. ეს ომი ახალი გლობალური ეკონომიკური სისტემის შექმნით დასრულდება, რომელიც მეტნაკლებად ბალანსირებული იქნება და რომელშიც ძალის რამდენიმე ცენტრი იარსებებს. 

დსთ–ის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა - Sputnik საქართველო
აქვს თუ არა მომავალი დსთ–ს?

გლობალურ ინსტიტუტებს (საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და სხვ.) შეცვლის უფრო მეტად ეფექტური რეგიონული კავშირები: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობა და სხვ. 

სრულიად დასაშვებია, რომ გაძლიერდეს გაეროს ინსტიტუტიც, ხოლო უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების შემადგენლობა იმ ქვეყნების ხარჯზე გაიზარდოს, რომლებიც იმდენად განვითარდებიან, რომ გეოპოლიტიკური მოთამაშეების ადგილებს დაიკავებენ, რითაც საბოლოოდ დაანგრევენ უკვე მორყეულ ერთპოლარულ პოლიტიკურ სისტემას.

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას


ყველა ახალი ამბავი
0