თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ვოლგოგრადის „კრასნი ოკტიაბრის“ კალათბურთელებმა ქართულ „ვითას“ "ვითიბის" ერთიანი ლიგის ტურნირში გამართულ მატჩში მოუგეს.
შეხვედრა ვოლგოგრადში, შაბათს გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ ანგარიშით 85:82 (25:24, 19:19, 29:11, 12:28) დასრულდა. ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში დაბლ-დაბლი ჯერი ჯეფერსონმა შეასრულა — 18 ქულა, 11 ჩახსნა. სტუმრებისგან კი 33 ქულა და 10 ჩახსნა საკუთარ აქტივში ომარ ტომასმა ჩაიწერა.
მიუხედავად საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობისა, მატჩის პირველ წუთებზე მასპინძლებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა. „ვითას“ ახალმა ლიდერმა ომარ ტომასმა ირაკლი ჩლაიძის მხარდაჭერით მოახერხა ვოლგოგრადელთა ყველა მცდელობის მოგერიება. საბოლოოდ „ვითას“ ამერიკელმა ფორვარდმა 20 ქულა დააგროვა და პირველ ტაიმში ანგარიშში სხვაობაც მინიმალური იყო 44:43, ნათქვამია ერთიანი ლიგის ოფიციალურ გვერდზე.
მატჩის გარდამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა. ანდრეი მატეიუნასმა და ვიაჩესლავ ზაიცევმა ვოლგოგრადელთა შეტევის მოგერიება შეძლეს. თუმცა, ანგარიშში 19 ქულით სხვაობა დასკვნით 10 წუთში „კრასნი ოკტიაბრის“ სასარგებლოდ გაიზარდა — 73:54.
ომარ ტომასს მარტოდმარტო „ვითასთვის“ ბრძოლა გაუჭირდა. მან პარტნიორებისგან დახმარება მხოლოდ მატჩის ბოლოს იგრძნო. და თამაშის დასრულებამდე 30 წამში ანგარიშში სხვაობა ქართველებმა 4 ქულამდე დაიყვანეს — 85:81, თუმცა, იმისათვის რომ „ვითას“ გამარჯვება მოეპოვებინა, საამისოდ თამაშის დრო თითქმის ამოწურული იყო.
„დღეს ჩვენ რთული თამაში გვქონდა როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ასპექტის გათვალისწინებით. ვოლგოგრადში ჩვენი მოგზაურობა პრობლემური და დამღლელი იყო. ბიჭებს რამდენიმე დღე არ ეძინათ. და მიუხედავად ამისა, მე კმაყოფილი ვარ მათი თამაშით, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ მეტოქის წინააღმდეგ ხუთნი ვთამაშობდით მოედანზე“, — განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ „ვითას“ მწვრთნელმა ნიკოლაის მაზურმა.
23 იანვარს ვოლგოგრადის გუნდი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს, „ვითა“ კი მოსკოვის „ცსკა“-სთან გამართავს შეხვედრას.