დეპუტატები შსს-ს მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის გადავადების თხოვნით მიმართავენ

© photo: Sputnikმარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლთა საპროტესტო აქცია
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლთა საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების განმარტებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობა იმდენად კატასტროფულად იზრდება, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ინფრასტრუქტურის გადაწყობის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდეთ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის რამდენიმე თვის გადავადების წინადადებით გამოდის, ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. 

საქართველოს პარლამენტს დეკემბრის ბოლოს საქართველოს შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტების პაკეტი წარედგინა, რომელიც რიგ ახალ წესებს ითვალისწინებს. მათ რიცხვშია ამა წლის 1 მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, გადასახადების გაზრდა ძველი ავტომობილების შემოტანაზე და სასჯელის გამკაცრება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე.

 „კანონპროექტების პაკეტთან დაკავშირებით უთანხმოება და სხვადასხვა პოზიციები არსებობს. აუცილებელია მათი დასაბუთება და კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას მოემსახურება, ხოლო მეორე მხრივ, ამან მოსახლეობასა და ბიზნესს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას“, — განაცხადა სესიაშვილმა.

Тбилиси - Sputnik საქართველო
რა უფრო მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი მანქანები, თუ ქვეითად მოსიარულეთა უფლებები

უმრავლესობის წევრი გიორგი ებანოიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი ავტომოილების იმპორტიორი კომპანიების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. „აკრძალვის ვადებმა ამ კომპანიებს პრობლემები არ უნდა შეუქმნას“, — აღნიშნა მან და დასძინა, რომ აკრძალვა 2016 წლის მეორე ნახევრისთვის უნდა ამოქმედდეს.

ამავდროულად, კანონპროექტების პაკეტის ავტორი პაკეტის უკან გაწვევას არ აპირებს და დეპუტატებს პრობლემის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვას სთავაზობს.

 „კანონპროექტის უკან გაწვევას არ ვაპირებთ, რადგანაც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის სფეროში ცუდი მდგომარეობა გვაქვს და ეს გადასაჭრელია. მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა შენიშვნა კომიტეტებში კანონპროექტის განხილვის დროს“, — განარტა შსს-ს პოზიცია უწყების მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.

შსს-ს ინიციატივამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გამოწვია. თბილისში ასეთი ავტომობილების მძღოლთა საპროტესტო აქციაც ჩატარდა. თავად უწყება აკრძალვის შემოღებას იმით ხსნის, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა ასეთი ავტომანქანებისთვის მოუწყობელია და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საავარიო სიტუაციებს ხშირად ქმნიან.


ყველა ახალი ამბავი
0