დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს დედაქალაქში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის დაწესებაზე.
აქციის მონაწილეები — მარჯვენასაჭიანი მანქანების ასობით მძღოლები, კვირას საღამოს თბილისის გარეუბანში შეიკრიბნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ავტოგადარბენა მოაწყვეს, მათ გაიარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, შემდეგ კი ქვეყნის პარლამენტის შენობას რუსთაველის გამზირზე.
პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ არ გაეჩერებინათ ავტომობილები და განეგრძოთ მოძრაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციის მონაწილეები მაინც გაჩერდნენ — მათი ნაწილი მანქანებიდან გადმოვიდა და ფაიერები აანთო. დანარჩენებმა გაბარიტული ფარები ჩართეს და 15 წუთის განმავლობაში უწყვეტად ასიგნალებდნენ, ასე გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ავტომანქანების რეგისტრაციის ახალი წესების შემოღების მიმართ.
აქცია, რომელიც სოციალურ ქსელში Facebook დაიგეგმა, ჩატარდა ლოზუნგით "მარჯვეა საჭე — ჩემი უფლებაა!". ბევრ მანქანაზე დაკრული იყო სტიკერი "მე მაქვს კატალიზატორი!", "მე არ ვარღვევ წესებს!", "მე არ ვაბინძურებ გარემოს!", "მე არ ვარ რადიაციული!". აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციების გაგრძელების მზადყოფნა გამოხატეს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას.