„მეგონა, ჩვენზე კანტატებს დაწერენ“ - ვარლამ შალამოვი

© ნ. ქუთათელაძე.ვარლამ შალამოვი, საარქივო ფოტო.
ვარლამ შალამოვი, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
“ბევრი არაფერი მსურდა“ - ეს სტრიქონი ვარლამ შალამოვის ლექსიდან მოვიხმეთ. მართლაც, ცხოვრებისგან რა უნდა სდომებოდა გულაგის პატიმარ პოეტს?! მხოლოდ თავშესაფარი, საკვები, ადამიანური სითბო და კიდევ... თავისუფლება!

ნინო ქუთათელაძე

ლიტერატურის მუზეუმში ვარლამ შალამოვის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. როგორც ლიტერატურის მუზეუმის ანონსი იუწყება: „ეს არის მსოფლიოში პირველი დიდი გამოფენა ვარლამ შალამოვის (1907-1982) შესახებ. პროექტი შედგა რუსეთის რეგიონალურ მუზეუმებთან და ლიტერატურულ მუზეუმებთან, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციასთან „მემორიალი“ და რუსეთის სახელმწიფო ლიტერატურის არქივთან თანამშრომლობით.“ 

საგამოფენო დარბაზში შესვლისთნავე ისმის ვარლამ შალამოვის ბანი. ის თავის სევდიან, და „ხმამაღალ“ლექსებს კითხულობს. „ხმამაღალს“ იმიტომ ვამბობ, რომ ასეთ თემებზე და ასეთი სიტყვიერი ქსოვილით მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე პოეტს შეეძლო პოეტური ნაწარმოების შექმნა: ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბერტოლდ ბრეხტსა და ვარლამ შალამოვს. ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი სხვა შემთხვევა არ მახსენდება.

პოეტი გიორგი ლეონიძე - Sputnik საქართველო
მშვენიერი ქართული სიტყვებით დახუნძლული თავისუფლების პოეტი

ორ დარბაზში განთავსებული გამოფენა უამრავ დოკუმენტურ მასალას მოიცავს. აქ შეხვდებით  ЛЕФ-ის ლიტერატურულ წრეში გადაღებულ ფოტოებს, ხელნაწერის ასლებს — მიმოწერას ბორის პასტერნაკთან, რომელიც თანაუგრძნობდა და შეძლებისდაგვარად პატრონობდა კიდეც მას; აქ ხელნაწერების სახითაა წარმოდგენილი აგრეთვე მისი პოლემიკა ალექსანდრ სოლჟენიცინთან; მისი ურთიერთობა რუსეთის ერთ-ერთ გამოჩენილ პოეტთან, ოსიპ მანდელშტამთან, რომელიც გადასახლებაში დაიღუპა… ვარლამ შალამოვმა მას მშვენიერი მოთხრობა  „პოეტის სიცოცხლე და სიკვდილი“ მიუძღვნა, რომელიც ამ ფრაზით მთავრდება: „ პოეტი იმდენ ხანს კვდებოდა, ვეღარ ხვდებოდა, რომ კვდება“.

ვარლამ შალამოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ეს ერთი უსაზღვრო ტკივილია, მაგრამ მე რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რასაც მწერლის ბიოგრაფი ირინა სიროტინსკაია ამბობს  წიგნში „ჩემი მეგობარი ვარლამ შალამოვი“: „მის ბედს ორი საწყისის ურთიერთწინააღმდეგობა განსაზღვრავდა —  ხასიათი, რწმენა და დროისა თუ სახელმწიფოს, მისი განადგურებისაკენ რომ ისწრაფვოდა, ზეწოლა. მისი ტალანტი,  სამართლიანობის მძაფრი წყურვილი, სიმამაცე, მზადყოფნა, საქმით დაემტკიცებინა თავისი სიტყვა… ყოველივე ეს არამარტო არ სჭირდებოდა იმ დროს, არამედ სახიფათოც იყო თვითონ მისთვის“.

ვაჟა–ფშაველა ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა–ფშაველას მუზეუმი იხსნება

ის პირველად 1929 წელს დააპატიმრეს, წაასწრეს რა ტიპოგრაფიაში სააგიტაციო ფურცლების ბეჭდვისას და სამი წელი მიუსაჯეს, ურალში ვიშერსკის ბანაკში გააგზავნეს. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და მძიმე სამუშაოზე გადაისროლეს, მაგადანი, ოქროს მომპოვებელი საბადოები, შემდეგ იყო ყადიკჩანისა და არკაგალის ბანაკები, ჯელგალის საჯარიმო საბადოები… 1945 წელს მძიმე დაავადებით საავადმყოფოში გადაიყვანეს… ამ დროს ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ წერა არ შეუწყვეტია. იქ მომუშავე ექიმ მამუჩაშვილის მეშვეობით ახერხებდა ლექსებისა და წერილების  გაგზავნას ბორის პასტერნაკთან. გაჭირვების ჟამს ადამიანს ყოველთვის ეხსნება რაღაც პატარა სარკმელი მაინც თავის გადასარჩენად და რაოდენ სასიხარულოა, რომ ასეთი სარკმელი კეთილშობილი ქართველი ექიმი აღმოჩნდა შალამოვისთვის.    

მხოლოდ 1953 წელს დაბრუნდა ვარლამ შალამოვი მოსკოვში, დაიწყო მუშაობა ჟურნალებში „ნოვი მირსა“ და „მოსკვაში“… შემდეგ გაუაქტიურდა მენიერი, დაკარგა კოოორდინაციის უნარი, დაუქვეითდა სმენა და მხედველობა. მოხუცთა თავშესაფარში მოსათავსებლადაც კი მწერალთა კავშირის რეკომენდაცია და ნაცნობობა დასჭირდა. ცუდად იცნობდა რუსეთი მსხვერპლად შეწირულ თავის დიდ მწერალსა და პატრიოტს. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მას საფრანგეთის პენკლუბის ჰრემია მიენიჭა, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, ან უარს ათქმევინებდნენ საზღვარგარეთ მიღებულ პრემიებზე, ან  არც აგებინებდნენ ამ ჯილდოს შესახებ, ან სახელმწიფო იჯიბავდა სამემკვიდრეოს,  პრემიასა თუ ჰონორარის დიდ ნაწილს. ერთი სიტყვით, შალამაოვმა პრემია მიიღო, მაგრამ არ მიიღო. 

ჯონ სტეინბეკი - Sputnik საქართველო
"დიდი ადამიანები საქართველოში": ჯონ სტეინბეკი

ლიტერატურის მუზეუმის ორი საგამოფენო დარბაზი მთლიანად ეძღვნება გულაგში გადაღებულ სურათებსა და შალამოვის მნიშვნელოვანი ნაწარმოებების ფრაგმენტთა ქართულ თარგმანებს, ლექსთა ამონარიდებს, გადასახლების შემდეგ გამოცემულ წიგნებს, მონაკვეთებს მისი „კოლიმის“  ციკლის მოთხრობათა კრებულებიდან… მესამე დარბაზში კი პაუზის გარეშე მიმდინარეობს  რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაღებული ოცწუთიანი დოკუმენტური ფილმის „ჩემი რამდენიმე სიცოცხლის“ ჩვენება. ამ ფილმში კვლავ ავტორი კითხულობს ლექსებს.  

ინახულეთ ეს გამოფენა, წაიკითხეთ ვარლამ შალამოვის პროზა, რომელიც შესანიშნავად თარგმნა და წიგნადაც გამოსცა ბატონმა თამაზ ნატროშვილმა.

17 იანვარი ვარლამ შალამოვის ხსენების დღეა, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში კი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა. ე.ი ჩვენში ჯერ კიდევ უყვართ ლიტერატურა, იციან მწერლობის ფასი და იმათი დაფასებაც, ვინც უანგაროდ ეწირება ჭეშმარიტებას.


ყველა ახალი ამბავი
0