თბილისში „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება

გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში „გაზპრომის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ, აცხადებენ, რომ თანამშრომლობა რუსულ გაზის კომპანიასთან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში შაბათს, მთავრობის კანცელარიასთან „გაზპრომის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის, ალექსეი მილერის მოლაპარაკებებმა საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია. მთავრობა მძაფრად გააკრიტიკეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა ექსპერტმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობით საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას დაკარგავს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: ოპოზიცია „გაზპრომის“ თემით სპეკულირებს

აქცია-კონცერტი ლოზუნგით „არა გაზპრომს“ დღის მეორე ნახევარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია: Defend Liberty, „ჩვენი თავისუფლება“, „საზოგადოებრივი ინიციატივა“, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“, „უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტი“, „სამოქალაქო ალტერნატივა“, „ევროპული კვლევის ინსტიტუტი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარასკევს საპროტესტო აქცია „გაზპრომის“ წინააღმდეგ თბილისში იუსტიციის სახლთან მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს ეკავათ ტრანსარანტები წარწერით „არა მხუთავ ოკუპანტს“, ასევე, მათ იუსტიციის სახლთან ხიდზე გადმოფინეს დროშა წარწერით „არა გაზპრომს“.

გაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს რუსული გაზისადმი ინტერესის პოლიტიზირება არ ღირს

ქართული ოპოზიცია „გაზპრომის“ თემას წინასაარჩევნოდ ხელისუფლების გასაკრიტიკებლად იყენებს, მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

 „გაზპრომთან“ დაკავშირებით გაზის თემა კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად თემები სჭირდებათ“, — განაცხადა აბაშიძემ.

გაზის ძირითადი იმპორტიორი საქართველოში აზერბაიჯანია. ამ დროისათვის რუსული გაზის მოწოდება საქართველოში ხდება მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის საფასურის ხარჯზე, რაც ტრანზიტის საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენს. ადრე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვის დაწყება არ გამორიცხა, რადგანაც „გაზპრომისგან“ მიღებულ აირს ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანისგან მიღებული ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0