ექსპერტი: საქართველოს რუსული გაზისადმი ინტერესის პოლიტიზირება არ ღირს

© photo: Sputnikგაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო
გაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დიდი შანსია, გარიგება შედგეს, რაც წმიდა ეკონომიკური მოსაზრებებით იქნება განპირობებული, მიაჩნია ალექსეი გრივაჩს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. რუსული გაზის ხარჯზე ბუნებრივი აირის დეფიციტის დაბალანსება საქართველოს ინტერესებში შედის, — მიაჩნია ეროვნული ენერგეტიკული  უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გრივაჩს.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ წარსულში განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთისგან შესაძლოა ბუნებრივი აირის შესყიდვა დაიწყოს და განმარტა, რომ ქვეყანა „გაზპრომის“ მოწოდებებით დაფარავს აზერბაიჯანული გაზის დეფიციტს ზამთრის განმავლობაში. კალაძემ დააზუსტა, რომ რუსულ კომპანიასთან შეთანხმება უფრო სარგებლიანი იქნება, ვიდრე ამჟამად მოქმედია, ვინაიდან მოსკოვი თბილისს ყველა მომწოდებელზე დაბალ ფასს სთავაზობს.

გიორგი კვირიკაშვილი, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა „სოკართან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„საქართველო რუსულ გაზს მხოლოდ ბუნებრივი აირის სომხეთში ტრანზიტის გამო გადასახადის სახით იღებს — ეს ერთგვარი ბარტერია. ეს მოცულობა მოლაპარაკებათა საგანია უფრო ცივილურ შეთანხმებაზე გადასასვლელად, რათა ტრანზიტის გამო გადახდები ფულადი სახით  განხორციელდეს. მას შემდეგ, რაც ტრანზიტზე შეთანხმება მიღწეული იქნება, საქართველო ამ გაზის შესყიდვას დაიწყებს. მაგრამ მიმდინარეობს მძლავრი კამპანია, გამოიყენება ყველა მეთოდი, საქართველოს გარკვეული ძალები დემონსტრაციებს აწყობენ, რათა გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანის მონოპოლია შენარჩუნდეს“, — განუცხადა გრივაჩმა რადიო Sputnik–ს.

ახლა საქართველო აზერბაიჯანისგან ყიდულობს გაზს, რითაც მოთხოვნის 90% იფარება. კიდევ 10% მოდის საწვავზე, რომელსაც „გაზპრომი“ საქართველოს სომხეთისკენ გატარებული გაზის სანაცვლოდ აძლევს.

ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა, რომელიც „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

ექსპერტის თქმით, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ საქართველოში რუსული გაზის შეტანაზე გარიგება გაფორმდეს, რაც წმიდა ეკონომიკური მოსაზრებებით იქნება განპირობებული.

„აქ ორმხრივი ინტერესი არსებობს, თანაც, აბსოლუტურად ეკონომიკური ხასიათისა, არ ღირს მისი პოლიტიზირება. ახლა საქართველო სრულადაა დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე და თუნდაც მცირე დივერსიფიკაცია — ეს კარგია. მეორე ასპექტი — ეს საბაზრო ურთიერთობაა ტრანზიტის გადასახადის სფეროში. მესამე ასპექტი: აზერბაიჯანს გარკვეული პრობლემები აქვს  მოპოვებაში. გაზის  შიდამოხმარების ზრდის პარალელურად, მცირდება თანმდევი ნავთობგაზის მოპოვება, რომლითაც ხდება კიდეც ქართული ბაზრისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის მოცულობის შევსება. უფრო მეტიც, აზერბაიჯანმა მთელი რიგი კონტრაქტები გააფორმა „გაზპრომთან“ გაზის შეძენის თაობაზე. გამოდის, რომ გაზის მიწოდებაში გარკვეული პრობლემები არსებობს. ამიტომ გონივრული იქნება, თუ საქართველო და რუსეთი მოილაპარაკებენ, მიუხედავად იმისა, რომ იარსებებს ამ პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები“, — მიაჩნია ექსპერტს.

ყველა ახალი ამბავი
0