„ოსკარის“ ნომინაცია: ლიდერობს „გადარჩენილი“ და „შეშლილი მაქსი“

© kinopoisk.ruლეონარდო დი კაპრიო
ლეონარდო დი კაპრიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ ნომინანტები ცნობილი გახდა. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ხუთშაბათს ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ ნომინანტები ცნობილი გახდა, ნომინაციების რაოდენობით ლიდერობს „გადარჩენილი“, რომელიც პრემიის 12 კატეგორიაზეა წარდგენილი, და „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ — წარდგენილია 10 ნომინაციაზე, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

გამარჯვებულებისთვის ჯილდოს გადაცემის ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება. 23 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული ხუთშაბათს, 14 იანვარს, დილით ადრე გამოცხადდა. 24-ე, მთავარ ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმისთვის რვა სურათი იბრძოლებს: „გადარჩენილი“, „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, „ყურადღების ცენტრში“, „ბრუკლინი“, „ოთახი“, „ჯაშუშების ხიდი“, „თამაში დაქვეითებაზე“ და „მარსელი“. ნომინაციების რაოდენობით „გადარჩენილი“ და „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ ლიდერობს. ამ ფილმებს ლეონარდო დი კაპრიოსა და რეჟისორ ჯორჯ მილერისთვის დიდი ხნის ნანატრი ჯილდოს მოტანა შეუძლია.

ლეონარდო დიკაბრიო - Sputnik საქართველო
"გადარჩენილმა" "ოქროს გლობუსი" მოიპოვა

აღსანიშნავია, რომ მთავარი ნომინაციის მიღმა დარჩა „წლის მთავარი პრემიერა“, კოსმოსური საგის ბოლო ეპიზოდი „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“, რომელმაც ხუთი ნომინაცია მიიღო, და მელოდრამა „კეროლი“ — ასევე ხუთი ნომინაცია, მათ შორის საოპერატორო ნამუშევრისთვის, მუსიკისა და კოსტიუმებისთვის.

ფილმი „კეროლი“, მართალია, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში არ მოხვდა, მაგრამ ამ ფილმში მონაწილე ორ მსახიობ ქალს — კეიტ ბლანშეტსა და რუნი მარეს, შესაბამისად, მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულების ნომინაცია მოუტანა. 

ბლანშეტის, რომლისთვისაც ეს „ოსკარზე“ მეექვსე ნომინაციაა, კონკურენტები წელს იქნებიან ჯენიფერ ლოურენსი, სირშა რონანი, ბრი ლარსონი და შარლოტა რემპლინგი.

მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ქალთა შორის რუნი მარესთან ერთად იბრძოლებენ კეიტ უინსლეტი, ჯენიფერ ჯეისონ ლი, რეიჩელ მაკადამსი, ალისია ვიკანდერი.

მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ჯილდოსთვის იბრძოლებენ ედი რედმეინი, ლეონარდო დი კაპრიო, მეტ დეიმონი, ბრაიან კრენსტონი და მაილ ფასბენდერი. დი კაპრიოს თაყვანისმცემლებს იმედი აქვთ, რომ მსახიობს მეხუთე ნომინაცია გამარჯვებას მოუტანს, რომელმაც „გადარჩენილის“ გადაღებებზე, კადრის ბუნებრიობისა და სილამაზისთვის, მართლაც მამაცურად აიტანა ბიზონის ნამდვილი ღვიძლის ჭამა, თხელ ყინულზე სიარული და ცივ წყალში საათობით ყოფნა. დი კაპრიომ აღიარა, რომ ეს მისთვის ყველაზე რთული გადაღებები იყო. მისი ეს „ტანჯვა“ უკვე დააფასეს და მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მას „ოქროს გლობუსი“ გადასცეს.

მეორე პლანის მსახიობის კატეგორიაში წარდგენილნი არიან ტომ ჰარდი, კრისტიან ბეილი, მარკ რუფალო, მარკ რაილენსი და სილვესტერ სტალონე.

კინოფირი - Sputnik საქართველო
საქართველოდან "ოსკარზე" ლევან თუთბერიძის "მოირაა" წარდგენილი

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ჯორჯ მილერი, ტომ მაკკარტი, ადამ მაკკეი და ლეონარდ აბრაჰამსონი.

რეჟისორ ლევან თუთბერიძის სოციალური დრამა „მოირა“ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში, ნომინანტი სურათების საბოლოო სიაში ვერ შევიდა.

აშშ-ის ყოველწლიურ ეროვნულ კინოპრემია „ოსკარს“ ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია გადასცემს. „ოსკარის“ გადაცემის 88-ე ცერემონია 28 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0