თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ფილმი „გადარჩენილი“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა, როგორც საუკეთესო დრამატული ფილმი. ჯილდოს გადაცემის 73-ე ცერემონიას არხი NBC ტრანსლირებდა.
ნომინანტებს შორის იყვნენ ალეხანდრო ინიარიტუს „გადარჩენილი“, ტოდ ხეინსის „კეროლი“, ტომ მაკარტის „ყურადღების ცენტრში“, ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი: ძვირფასი სიშმაგე“ და ლეონარდო აბრაჰამსონის „ოთახი“.
„არ შემიძლია გამოვხატო როგორი გაოცებული და მოხარული ვარ, რომ შევძელი „გადავრჩენილიყავი“ ყველა ამ მეგობართან ერთად!“ — თქვა ჯილდოს მიღებისას სურათის რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ, რომელმაც მანამდე ამ ფილმის რეჟისურისათვის „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა. მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ ამ ფილმში მონაწილეობისათვის ასევე ჯილდო მიიღო როგორც საუკეთესო დრამატულმა მსახიობმა.
პრემია „ოქროს გლობუსი“ 1942 წლიდან ენიჭება კინოფილმებისა და ტელეფილმებისათვის ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტების მიერ. ასოციაციაში მსოფლიოს 55 ქვეყნის 90 რეპორტიორი შედის.