თბილისური უქმეები საინტერესო და სასიამოვნო დასვენების დღეებს გპირდებათ. მუსიკის მოყვარული ლეგენდარულ დევიდ ბოუის გაიხსენებს, ლიტერატურის მოტრფიალე — დიდებულ რუს პოეტს მანდელშტამს, სახელგანთქმულ ჰარი პოტერზე იმსჯელებთ ინგლისურად და თეატრში საბავშვო ზღაპრებსაც ნახავთ. თუ მოინდომებთ ცეკვითაც იჯერებთ გულს. განა ეს არ არის ახალი წლის მშვენიერი დასაწყისი?
პარასკევი, 15 იანვარი
ქართველი მუსიკოსები გაიხსენებენ ლეგენდარულ როკ-მუსიკოსს, დევიდ ბოუის, რომელიც 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. როკ-ვარსსკვლავების ტრიბიუტ-კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: Nika Kocharov Youhg Georgian Lolitaz (რომელიც „ევროვიზია-2016“-ზე საქართველოს წარმოდგენს) როკ-შემსრულებელი და მუსიკოსი დავით ლომიძე, ჯგუფები Lady Heroine, Backwarmer და სხვები. ყურადღება! დრეს-კოდი — დევიდ ბოუის მრავალწახნაგა სახეები. ნუ შეზღუდავთ თქვენ ფანტაზიას! კონცერტი იწყება 20:00.
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის ხსოვნის საღამო გაიმართება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კლუბში. გამოჩენილი პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელისა და ლიტერატურის კრიტიკოსის დაბადების დღეზე, 125 წლის იუბილეს აღნიშნავენ აღიარებული ფილოლოგიისა და ისტორიის მეცნერებათა დოქტორები. ქართველი მეცნიერები მანდელშტამს გაიხსენებენ და მისი მემკვიდრეობის შესახებ შრომებს წარმოადგენენ. საღამოზე მანდელშტამის ლექსებს ააჟღერებენ ქართველი პოეტები. დასწრება თავისუფალია!
„ჰარი პოტერი“ და მისი მეგობრები დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მათი პირადი ცხოვრების და შთამბეჭდავი შესაძლებლობების განსჯას შეძლებთ საქართველოს უნივერსიტეტის „ლიტერატურულ საღამოებზე“. ამ ღონისძიებაზე, თქვენ შეხვდებით არა მარტო პოტერის ქართველ ფანატებს და გაიხსენებთ ჯოან როულინგის ცნობილი გმირის ყველაზე ძლიერ მომენტებს, არამედ გაიუმჯობესებთ სასაუბრო ინგლისურ ენას. დასწრება უფასოა!
შაბათი, 16 იანვარი
თბილისში გაიმართება აქცია საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანის და „დალას მავერიკსის“ ცენტრალური თავდამსხმელის, ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად, რომელმაც შეიძლება HBA-ის ვარსკვლავთა მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ავტომობილების მსვლელობა პლაკატებით და დროშებით თავისუფლების მოედანზე დაიწყება, გაივლის მთელ ქალაქს და სპორტის სასახლესთან დასრულდება. მსვლელობა-აქცია იწყება 15:00. ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებო, არ დაიშუროთ ემოციები! შეურთდით მსვლელობას!
საქართველოს მწერალთა სახლი ეპატიჟება ბავშვებს, შეხვედრაზე „მულტიპლიკაციის ისტორია“. ღონისძიება ტარდება სერიის „ჩემი ენციკლოპედია“ ფარგლებში. როგორ იქმნება პატარების საყვარელი მულტფილმები, როგორ ცოცხლებიან თავშესაქცევი პერსონაჟები? ამ საიდუმლოებას გაუმხელენ თქვენ ბავშვებს შეხვედრის მესვეურები. ღონისძიებას დააგვირგვინებს მხიარული ვიქტორინა. დასაწყისი 13:00. დასწრება თავისუფალია!
ოცნებობდით გეცეკვათ სალსა, კიზომბუ და ბაჩატუ? მაშ წაბრძანდით სოციალური ცეკვების ნამდვილ სამოთხეში — Continental News Café. აქ თქვენ გელოდებიან პარტნიორები — პროფესიონალი და არაპროფესიონალიც. ისინი განწყობასაც აგიმაღლებენ და გაჩუქებენ არაჩვეულებრივ საცეკვაო საღამოს.
კვირა, 17 იანვარი
ამ წლის „ოსკარის“ მთავრი პრედენტენტის — ამერიკული ვესტერნ-თრილერის „გადარჩენილის“ და მისი მთავარი როლის შემსრულებლის ლეონარდო დი კაპრიოს ნახვა შესაძლებელია საქართველოს ყველა კინოთეატრის ეკრანზე. ოსკაროსანი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმს იხილავთ რუსული და ინგლისური ენების თანხლებით.
ბავშვობას დაუბრუნებით და სასწაულს ირწმუნებთ, თუკი ბავშვებთან ერთად ნახავთ სპექტაკლს „ალისფერი ყვავილი“. ეს წარმოდგენა გაიმართება გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე. სპექტაკლები იწყება 12:00, 14:00 და 16:00.
თბილისში გალერეა „ბაია“უნიკალურ გამოფენა-ლიკვიდაციაზე გეპატიჟებათ. გამოფენა-გაყიდვაზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ აღიარებული ქართველი მხატვრების ტილოები. განა ასე მარტივია ერთად ნახოთ: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ირაკლი ფარჯიანი, ასევე თანამედროვე ფერწერის ოსტატები — ოლეგ ტიმჩენკო, ვახტანგ ბუაძე, მამუკა ცეცხლაძე და მრავალი სხვა. თუ შეიძენთ ორ ტილოს, სახვითი ხელოვნების მოყვარულებს გადასცემენ ირაკლი ფარჯიანის კატალოგს „ესკიზი, ილუსტრაცია“, ხოლო თუ სამ ნამუშევარს შეიძენთ — ერთი ტილო საჩუქრად გერგებათ! გამოფენა გაგრძელდება 25 იანვრის ჩათვლით.
თბილისის თეატრები სამი დღის მანძილზე „ქალური ენერგეტიკის“ მოყვარულებს ეპატიჟებიან
ცნობილია, რომ ყველა ასაკის მაყურებლს აინტერესებს თეატრის ფიცარნაგებზე მსახიობების მიერ წარმოდგენილი პერსონაჟი ქალების ენერგეტიკა, რომელის შეგრძნება თბილ და სასიამოვნო ემიციებს აღძრავს.
ამ უქმეებზე თბილისელი თეატრალები სცენაზე რამდენიმე ცნობილ და საინტერესო ქალი-პერსონაჟის ხილვას შეძლებენ.
იცოდით თუ არა, რომ ბიოგრაფ კეროლ როუზენის თანახმად, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პოპულარული ზღაპრის „თოვლის დედოფლის“ გულცივი თოვლის გვირგვინოსანის პროტოტიპია საოპერო მომღერალი იენა ლინდი? მეზღაპრე ანდერსენი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა. თოვლის დედოფლის, მამაცი გერდას და მოჯადოებული კაის სათუთი ისტორიის ნახვას შეძლებთ ახმეტელის თეატრში. (15 იანვარი, 14:00).
ქართული მიუზკლი „მერი პოპინსი“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში ელოდება მაყურებელს. დავით დოიშვილის დადგმა გპირდებათ ბევრ ვოკალურ და ქორეოგრაფიულ სცენებს, დაუვიწყარ სანახაობას და კარგ განწყობას. (15-17 იანვაარი, 19:00)
ძმები გრიმების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ზღაპარს — „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ნახავთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატში, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გააცოცხლა. (17 იანვარი, 13:00, დიდი დარბაზი)
ასე, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის თეატრებში! ზღაპრებს ხშირად ვერ ნახავთ!
Sputnik-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!