თბილისში ოსიპ მანდელშტამის ხსოვნის საღამო გაიმართება

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიოსიპ მანდელშტამი
ოსიპ მანდელშტამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოზე ქართველი პოეტები მანდელშტამის ლექსებს წაიკითხავენ. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე დამსწრეთ ХХ საუკუნის მსოფლიო პოეზიაში მანდელშტამის როლსა და მის მემკვიდრეობაზე ისაუბრებს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik.  ХХ საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი პოეტის ოსიპ მანდელშტამის ხსოვნის საღამო თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კლუბ „ლიგამუსში“ პარასკევს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

გამოჩენილი პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელისა და კრიტიკოსის მანდელშტამის დაბადებიდან 125 წლისთავზე პოეტს ქართველი ფილოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები გაიხსენებენ.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე დამსწრეთ ХХ საუკუნის მსოფლიო პოეზიაში მანდელშტამის როლსა და მის მემკვიდრეობაზე ისაუბრებს.

პოეტისადმი მიძღვნილი წიგნიდან  „ოსიპ მანდელშტამი: სიცოცხლე, როგორც სიკვდილი“  ნაწყვეტს საზოგადოებას ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ჯოხაძე გააცნობს.

საღამოს ფარგლებში ქართველი პოეტები მანდელშტამის ლექსებს წაიკითხავენ. ღონისძიებას ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბელა წიფურია გაუძღვება.

გამოჩენილი რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი 1891 წლის 15 იანვარს ვარშავაში დაიბადა, პოეტის ოჯახი მოგვიანებით პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. მისი პირველი ლიტერატურული დებიუტი ჟურნალ „აპოლონში“ 1910 წელს შედგა.

მანდელშტამი გატაცებული იყო ფილოსოფიით, ისტორიით, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, დიდ დროს უთმობდა მთარგმნელობით საქმიანობას.

1933 წლის შემოდგომაზე მანდელშტამმა სტალინის წინააღმდეგ ეპიგრამა დაწერა, რის გამოც 1934 წლის მაისში დააპატიმრეს და ჩრდილოეთ ურალში გადაასახლეს. 1938 წელს პოეტი კვლავ დააპატიმრეს და მას კონტრრევოლუციური მოღვაწეობისათვის ხუთი წლით გადასახლება გამოუტანეს განაჩენად.

ოსიპ მანდელშტამი 1938 წლის 27 დეკემბერს  გადასახლებაში გარდაიცვალა. მისი სახელის წარმოთქმა საბჭოთა კავშირში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იკრძალებოდა. პოეტის მეუღლემ და მეგობრებმა საზოგადოებას მანდელშტამის ლექსები და ჩანაწერები შემოუნახეს, რომელთა გამოქვეყნებაც 1960-იან წლებში გახდა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0