"ისლამურმა სახელმწიფომ" ჯაკარტაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

© AP Photo / Dita Alangkaraჯაკარტის პოლიცია
ჯაკარტის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებით, ჯაკარტაში მომხდარი თავდასხმის სამიზნე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და უცხოელი ტურისტები იყვნენ.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჯაკარტაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, იუწყება უცხოურ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„თავდასხმის სამიზნეები უცხოეთის მოქალაქეები და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ“, — ციტირებს სააგენტო „როიტერი“ ბოევიკების განცხადებას. მანამდე ჯაკარტის პოლივიის უფროსმა მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ დააკისრა.

ჯაკარტა - Sputnik საქართველო
ტერაქტები ჯაკარტაში: "ისლამური სახელმწიფო" ინდონეზიასაც მიწვდა

პოლიციის უფროსის მოადგილის ბუდი გუნავანის განცხადებით, დიდი ალბათობით თავდასხმა — „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ინსპირირებული. ჯაკარტის პოლიციის უფროსმა პასუხისმგებლობა ტერორისტული დაჯგუფების ინდონეზიელ ბოევიკს ბაჰრუნ ნაიმს დააკისრა, რომელიც სავარაუდოდ, უკვე სირიაშია.

ინდონეზიური პოლიციის მონაცემებით, ჯაკარტის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში 10-დან 15-მდე ბოევიკი, მათ შორის რამდენიმე თვითმკვლელი-ტერორისტი მონაწილეობდა. თავდასხმისას 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელი. გამოცემა Jakarta Globe-ის ინფორმაციით, დაშავდა 7 ადამიანი.

ჯაკარტა - Sputnik საქართველო
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯაკარტაში აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა

ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფო” დღეს,  მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სამ წელიწადში ტერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი საკუთარი გავლენის ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ, ლიბიის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობენ. ტერორისტების რაოდენობის შესახებ მონაცემები დაუზუსტებელია, სხვადასხვა წყაროებით, მათი რაოდენობა 50-დან 200 ათასამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0