ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯაკარტაში აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა

© AP Photo / Achmad Ibrahimჯაკარტა
ჯაკარტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. მედიის ინფორმაციით, ქალაქში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ქვეყანაში ხუთშაბათს მომხდარ აფეთქებებს ტერაქტი უწოდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

ინდონეზია - Sputnik საქართველო
ჯაკარტის ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა

„ჩვენს ერსა და ხალხს არ უნდა შეეშინდეს, ტერორიზმის აქტები ვერ დაგვამარცხებს. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება სიმშვიდეს შეინარჩუნებს. ჩვენ ყველა ვწუხვართ ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო, მაგრამ ასევე ვგმობთ იმას, რამაც ჩვენი უსაფრთხოება და მშვიდობა დაარღვია და ადამიანებში შიში დანერგა“, — ციტირებს სააგენტო ვიდოდოს სიტყვებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, ქალაქში სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის მონაცემებით, ქალაქში ექვსამდე აფეთქება მოხდა. ერთი მათგანი სავაჭრო ცენტრის მოპირდაპირე მხარეს, მეორე — ერთ-ერთ კაფესთან ახლოს მოხდა. ამ რაიონშია განთავსებული ფეშენებელური სასტუმროები, საელჩოები და საოფისე შენობები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0