ჯაკარტის ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიინდონეზია
ინდონეზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდონეზიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. მედია იტყობინება, რომ ქალაქში სროლის ხმა ისმის.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ინდონეზიის პოლიციის ცნობით, ჯაკარტის ცენტრში სადაც ხუთშაბათს დილას აფეთქებების სერია გაისმა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, იტყობინება РИА Новости  სააგენტო „ფრანც პრესზე“ დაყრდნობით. 

„ეს ბომბია“, — განუცხადა სააგენტოს პოლიციის წარმომადგენელმა ანტონ ჩარლიანმა (Anton Charliyan). მისი თქმით, პოლიცია ეჭვობს რომ შესაძლოა სხვაგანაც იყოს დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. 

აფეთქების ადგილი სტამბოლში. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
ექსპერტი „თურქეთის ტერაქტი ჩვენი სპეცსამსახურებისთვის ანალიზის საგანი უნდა გახდეს“

მანამდე არსებული ინფორმაციით, ინდონეზიის დედაქალაქში ხუთშაბათს დილას აფეთქებების სერია მოხდა. ისმოდა სროლა. მედიის მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა ექვსამდე აფეთქება მომხდარიყო. ერთ-ერთი მათგანი სავაჭრო ცენტრის წინ მოხდა.  ამ რაიონში ასევე განთავსებულია ფეშენებელური სასტუმროები, საელჩოები და საოფისე შენობები. 

სააგენტო ფრანც-პრესის მონაცემებით, აფეთქებებს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 


ყველა ახალი ამბავი
0