თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თურქეთის დიარბაქირის პროვინციის ქალაქ ჩინარში მომხდარ ტერაქტს სამი ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება ხუთშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Sabah-ზე დაყრდნობით.
ქალაქ ჩინარში ოთხშაბათს დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა. ძლიერმა აფეთქებამ მეზობლად მდებარე სახლებიც დაანგრია. ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაღუპულის შესახებ, მათ შორისაა ერთი პოლიციელი, დაჭრილია 30 ადამიანი, მათ შორის — ექვსი პოლიციელი.
დაღუპულთა შორისაა ერთ-ერთი პოლიციელის მეუღლე და მისი ხუთი თვის ბავშვი, ასევე ადგილობრივი მცხოვრები ქალი ორ — წლისა და ხუთი წლის ბავშვთან ერთად. მათი ცხედრები სახლის ნანგრევებში იპოვეს.
აფეთქებისთანავე უცნობმა პირებმა შენობებზე ცეცხლი გახსნეს, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. თურქეთის ხელისუფლებამ შეტევაში ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულა. შემთხვევის რაიონში ტერაქტის მონაწილეთა ძებნისა და ნეიტრალიზების ოპერაცია მიმდინარეობს.