მაშველებს თურქეთში პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილები გამოჰყავთ

გამოწერა

დაახლოებით 5 ადამიანი გარდაიცვალა და 39 დაშავდა პროვინცია დიარბაკირში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქებისას. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ოთხშაბათს დიარბაქირში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი ადგილობრივი დროით 23:30 წთ-ზე აფეთქდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შესასვლელთან ამოქმედდა. აფეთქების შედეგად მიმდებარე შენობები დაზიანდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამ დრომდე საკუთარ თავზე  არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ხელისუფლება თავდასხმაში ქურთების მუშათა პარტიის ბოევიკებს ადანაშაულებს.
ეს ქვეყანაში კვირის განმავლობაში მომხდარი მეორე ტერაქტია. სამშაბათს, დილით, სტამბოლის ცენტრში მდებარე სულთანაჰმეთის მოედანზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0