თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5-ს მიაღწია, 36 ადამიანი კი დაშავდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბრიტანულ ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცის BBC-ზე დაყრდნობით.
დანაღმული ავტომობილი თურქეტის პროვინცია დიარბაკირში პოლიციის განყოფილების შენობასთან აფეთქდა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, აფეთქება შენობის შესასვლელთან მოხდა და მან მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.
ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა აფეთქებაზე. თურქეთის ხელისუფლებამ თავდასხმაში ქვეყანაში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები დაადანაშაულა.