თურქეთში პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქი პოლიციელები, საარქივო ფოტო.
თურქი პოლიციელები, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პროვინცია დიარბაკირში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5-ს მიაღწია, 36 ადამიანი კი დაშავდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости ბრიტანულ ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცის BBC-ზე დაყრდნობით. 

დანაღმული ავტომობილი თურქეტის პროვინცია დიარბაკირში პოლიციის განყოფილების შენობასთან აფეთქდა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, აფეთქება შენობის შესასვლელთან მოხდა და მან მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. 

ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა აფეთქებაზე. თურქეთის ხელისუფლებამ თავდასხმაში ქვეყანაში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები დაადანაშაულა. 


ყველა ახალი ამბავი
0