თბილისური საცობების წინააღმდეგ ბრძოლა - ყინული დაიძრა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანულმა კომპანია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung-მა საცობების დარეგულირების რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა: „ჭკვიანი“ შუქნიშნების დამონტაჟება, უსაფრთხოების კუნძულების, გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობა.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის ხელისუფლებამ ქალაქში არსებული ტრანსპორტის საცობების პრობლემასთან დაკავშირებით, ახალი ექსპერიმენტი წამოიწყო.

ექსპერიმენტის ადგილად თბილისის ყველაზე დატვირთული რაიონი — საბურთალო შეირჩა. ამ მიზნით, თბილისის მერიამ გერმანულ კომპანია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung-ს სთხოვა პეკინის, შარტავას, კანდელაკის, ასევე 26 მაისის, სააკაძისა და ჟვანიას მოედნებზე ავტონაკადის შესწავლა.
კვლევა რამდენიმე თვეს გაგრძელდა და აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანიამ საცობების დარეგულირების რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა: „ჭკვიანი“ შუქნიშნების დამონტაჟება, უსაფრთხოების კუნძულების, გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობა.

გუდაური - Sputnik საქართველო
კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ როგორ ჩარჩა საქართველოს მთებში რუსი ქალბატონი
„ჩვენი კვლევის მიზანია ტრანსპორტის მხრივ ყველაზე დატვირთული მონაკვეთის — პეკინი, 26 მაისისა და სააკაძის მოედნები — საცობისგან განტვირთვა. აქედან გამომდინარე, შერჩეულმა გერმანულმა კომპანიამ დასკვნა წარმოადგინა, რომელიც მომზადდა ამ მონაკვეთის შესწავლის საფუძველზე“, — განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

აღნიშნულ კვლევას დადებითად შეხვდნენ პროფესიონალი მძღოლები. საქართველოს საავტომობილო  ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ 26 მაისის მოედანზე ავტომობილების ნაკადის დარეგულირებისათვის აუცილებელია სასტუმრო Holliday Inn-სგან მიწის ნაკვეთის შესყიდვა და წრიული მოძრაობის დაწესება და მხოლოდ ამის შემდეგ „ჭკვიანი“ შუქნიშნების დამონტაჟება.

„მისასალმებელია, რომ ასეთი მტკივნეული საკითხის განხილვა ახალი წლების შემდეგ დაიწყო. ამ მხრივ ჩვენ ევროპული ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ევროპულმა ქვეყნებმა ესტაკადებსა და გვირაბებზე უარი თქვეს. რატომ? იმიტომ, რომ თუ იქ გვირაბს ავაშენებთ, ეს პრობლემა 200 მეტრით წინ გადაიწევს“, — განაცხადა ოგბაიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
შსს-მ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის მიზეზები განმარტა

თბილისის მერიაში წარდგენილ პროექტს ავტომფლობელები ეთანხმებიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ესტაკადებისა და უსაფრთხოების კუნძულების მშენებლობაა.

თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტის პრობლემა რამდენიმე წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც საქართველოში მასიურად დაიწყო იაპონიიდან ავტომობილების შემოდინება. ბოლო მონაცემებით, მთლიანად საქართველოში არსებული ავტომობილების 40% თბილისზე მოდის.
წარმოდგენილი ვარიანტებიდან ერთ-ერთის რეალიზების შემდეგ, თბილისის ცენტრალურ რაიონში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა შესამჩნევად გამოსწორდება და მოგვარდება.

ყველა ახალი ამბავი
0