შსს-მ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის მიზეზები განმარტა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, აკრძალვის შემოღების შემდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გადაადგილებას ექვსი თვის განმავლობაში სხვა ქვეყნიდან შემოსული და ტრანზიტით მოძრავი ავტომანქანები.

თბილისი, 4 დეკემბერი  – Sputnik. საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის მიზეზი, მათი რაოდენობის გაზრდა გახდა, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

საქართველის შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 3 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ინიციატივა გააჟღერა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. შეზღუდვები ძალაში 2016 წლის მარტიდან შევა, აკრძალვა არ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა რეგისტრაციაც ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე მოხდა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სასჯელი მკაცრდება

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ჟენევის კონვენციით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული და შესაბამისად, ვიცავთ მას. ქვეყანა მარცხენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობაზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურაც შესაბამისადაა მოწყობილი“, — აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეზღუდვები ქვეყანაში ადრე შემოყვანილ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ ეხება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება

„ჩვენ სპეციალურად ოთხთვიან ფანჯარს ვაძლევთ იმ გადამყვან-კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ შეკვეთილი მსგავსი მანქანები, რათა ისინი არ დაზარალდნენ. მათ შეეძლებათ ამ მანქანების მიღება და დარეგისტრირება“, — დასძინა თალაკვაძემ.

როგორც მაღალჩინოსანმა განაცხადა, ცვლილება იმ ავტომობილებსაც შეეხება, რომლებსაც საჭე კუსტარულად აქვთ გადატანილი.

ცვლილებათა პაკეტი შს მინისტრმა მთავრობის სხდომაზე უკვე წარადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0