"ესაა პიკასოს ბიჭი“? ანუ ვან დეიკის ,,ქართული ისტორია”

© www.info9.geთბილისელი ეკა აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ ე. წ. ვან დეიკის ტილო მისი საკუთრებაა. საარქივო ფოტო.
თბილისელი ეკა აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ ე. წ.  ვან დეიკის ტილო მისი საკუთრებაა. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში ფლამანდიელი მხატვრის, ანტონ ვან დეიკის ტილოს გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა მედიაში ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები და ვარაუდები გამოიწვია. რატომღაც გამახსენდა პოპულარული ფრაზა ფილმიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“: ,,ესაა პიკასოს ბიჭი? ამითი ერთობოდა პიკასო“?...

როგორც იცით, საქმე ეხება ნახატს, რომლის ავტორიც, შესაძლოა, ვან დეიკი ყოფილიყო. როცა ამ თემაზე დაწერილ პუბლიკაციებს გადავხედე, ისედაც ბუნდოვან საქმეში უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა.რაც მთავარია, სტატიებისა და სიუჟეტების უმრავლესობაში თავიდან არც იყო ნახსენები მხატვრის კონკრეტულად რა ტილოსა თუ ნახატზეა საუბარი, რატომღაც ელემენტარულად არავინ დაინტერესებულა რა იყო გამოსახული ნახატზე, რომლის გარშემოც ამბავი გახმაურდა.  თანაც, კონკრეტულად ამ ნახატის საქართველოდან გატანაზე დოკუმენტი კულტურის სამინისტრომ თურმე ჯერ კიდევ 2010 წელს გასცა. გამოდის, რომ იმდროინდელმა შესაბამისმა უწყებამ, ეტყობა, გაარკვია, რომ ნახატი ცნობილი მხატვრის ორიგინალი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს დოკუმენტს არ გასცემდა.. უფრო სწორედ, წესით არ უნდა გაეცა…

საერთოდ, როდესაც რაიმე დანაშაული ხდება, პროფესიონალი გამომძიებლისთვის პირველ რიგში არსებობს პრინციპი, რითაც იგი ხელმძღვანელობს: ეძებე დაინტერესებული პირი, ვისაც მომხდარი, შესაძლოა, აწყობდეს…

კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს კულტურის სამინისტრო: ვან დეიკის ნახატის ნამდვილობა დადგენილი არ არის

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში ე.წ.,,კულტურულ-კრიმინალურ“ გახმაურებულ ამბავთან გვაქვს საქმე. საამისოდ შეგახსენებთ ფაქტს, როდესაც პროკურატურამ საქართველოს ეროვნული საგანძურის, ნიკო ფიროსმანის ტილოს,,მამალი და კრუხ-წიწილას" ექსპონატის საზღვარგარეთ გატანის მცდელობა აღკვეთა. სხვათა შორის, მაშინ ტილოს მფლობელებმა მისი თავდაპირველი ფასი, ანუ ნახევარი მილიონი დოლარი150000 დოლარამდე შეამცირეს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფერწერული ტილოს ასლს ყიდდნენ!… მოგეხსენებათ, კარგად გაკეთებული ორიგინალის ძველი ასლიც ზოგ შემთხვევაში იაფი არ ღირს…

რაც შეეხება ვან დეიკს, მივყვეთ მოვლენათა ქრონიკას. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა სტამბოლში, თურქეთის პოლიციამ დააკავა ეთნიკურად თურქი პირები, რომლებიც ფლამანდიელი მხატვრის, ანტონ ვან დეიკის 14 მილიონად შეფასებული ნახატის გაყიდვას ცდილობდნენ. ამ ტილოს ქართველი მფლობელის, ეკა აბაშიძის განცხადებით ნახატი მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ 15 წლის წინ, ვაკეში არსებულ ერთ-ერთ საკომისიოში 5.000 დოლარად შეიძინა. მისმა ოჯახმა ნახატის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვთან გააფორმა. მათ აბაშიძეებს შეთანხმებული 37 000 დოლარის ნაცვლად მხოლოდ 7.000 დოლარი გადაუხადეს, რისთვისაც ეს უკანასკნელები დღემდე ჩივიან.

ჰუსეინოვმა ტელეკომპანია,,რუსთავი-2“-ს განუცხადა, რომ მან და მალხაზ მახარაძემ აბაშიძეებისგან შეძენილი სურათი აჩვენეს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც ტილოს ავტორი, მართალია, ვერ დაადგინეს, მაგრამ ის 5000 ლარად მაინც შეაფასეს. ამდენად ჰუსეინოვმა  თავის მხრივ განაცხადა, რომ ნახატის თურქეთში გატანა ყველანაირი დოკუმენტით და კანონიერად მოხდა… თუმცა, თუ ასეა, ჰუსეინოვმა ნახატის შესაფასებლად ახლა უკვე თურქ ექსპერტებს რატომ მიმართა?… როგორც ჩანს, მას ქართველი ექსპერტების მიერ დასახელებული 5000 ლარი აშკარად არ მოეწონა და თანაც, მათ პროფესიონალიზმშიც შეეპარა ეჭვი…

თბილისი - Sputnik საქართველო
ვან დეიკის ტილო თურქეთში კულტურის სამინისტროს დახმარებით გაიტანეს

მაგრამ საბოლოოდ, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად გაჟღერდა ასე: რომ ნახატი, რომელზეც (ბოლოსდაბოლოს!) გაარკვიეს, მითოლოგიური სცენაა გამოსახული, ვან დეიკის კი არა, შესაძლოა, სულაც უცნობი ხელოვანის მიერაა შესრულებული…

მოკლედ, მთელ ამ აურზაურში ორ პოზიტიურ მომენტს გამოვყოფდი: ა) საზოგადოების ფართო ნაწილმა შეიტყო ვინ იყო ვან დეიკი და ბ)ხალხი კიდევ ერთხელ (!) დარწმუნდა, რომ ყველა საქმეში და მით უფრო, კულტურის სფეროში  პროფესიონალის შეფასებას ოქროს ფასი აქვს- ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით….


ყველა ახალი ამბავი
0