საქართველოს კულტურის სამინისტრო: ვან დეიკის ნახატის ნამდვილობა დადგენილი არ არის

© photo: Sputnik / STRINGERკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიამ დაადგინა, რომ ის ევროპაში XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ ავტორი ვერ განსაზღვრა, ამიტომ ნახატის საზღვარგარეთ გატანაზე ნებართვა გასცა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ნებართვა სურათის გატანაზე, რომელიც, თითქოსდა, ფლამანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ნამუშევარია, გაცემულია, მაგრამ მისი ავტორის ვინაობა ვერ დადგინდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა ბესიკ მაცაბერიძემ ორშაბათს, 11 იანვარს.

თურქულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნაპოვნია ვან დეიკის 14 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ნახატი, რომელიც საქართველოდან კონტრაბანდული გზით გავიდა. საქართველოს მოქალაქე ეკა აბაშიძე ირწმუნება, რომ 2010 წელს სურათი გაყიდა პირებზე, რომელთაც მას მხოლოდ მთლიანი თანხის — 37 აშშ დოლარის ნაწილი გადაუხადეს. ერთ-ერთი მყიდველი ზაჰირ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ ნახატი კანონიერად გაიტანა საქართველოდან, მაგრამ თურქეთში ნახატი მისმა ნათესავმა მოიპარა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ვან დეიკის ტილო თურქეთში კულტურის სამინისტროს დახმარებით გაიტანეს

„საკითხი იმ დროისთვის მოქმედმა კომისიამ განიხილა. მას ახლავს დასკვნა, რომ ნახატი შეფასებულია. მისი შექმნის ადგილად ევროპა სახელდება. ავტორი — უცნობია, პერიოდი — XIX საუკუნის ბოლო — XX-ის დასაწყისი. და სურათის საზღვარგარეთ გატანაზე ნებართვა გაიცა“, — განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ მაცაბერიძემ.

მოძიებულ საარქივო დოკუმენტებში ტილოს ავტორი მითითებული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ ნახატი, შესაძლოა, ევროპელ მხატვარს ეკუთვნის. სურათის შეფასებაზე ათკაციანი კომისია მუშაობდა. მათ შორის იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი, დალი ლებანიძე და ბორის ხატისკაცი. კომისიის ერთ-ერთი წევრი, ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძე დარწმუნებულია, რომ სურათი ვან დეიკის შემოქმედება ნამდვილად არ არის.

„ეს ვან დეიკის ნახატი არაა. ეს რაღაც უგემოვნო, დაუმთავრებელი დეტალია, რომელიც არ ჰგავს არც მის სტილს, არც ხელწერას. ეს რომ ვან დეიკი ყოფილიყო, ცოტა მეტ ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებდა“, — განაცხადა ხელოვნებათმცოდნემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ანტონ ვან დეიკი ფლამანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსია. ის ბაროკოს სტილში მეფის სასახლის დიდებულთა პორტრეტებისა და რელიგიური სიუჟეტების ხატვის ოსტატია. მხატვარმა 42 წელი იცხოვრა, მუშაობდა ანტვერპენში, გენუაში, ლონდონში.

ყველა ახალი ამბავი
0