დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ზვიად გონაძე დაინიშნა.

თბილისი,8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო ზვიად გონაძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ, ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, 2016 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის  N4 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ  ზვიად გონაძე დაინიშნა", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციის თანახმად, დავით ზალკალიანს გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2014 წლებში ეკავა  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2004-2007 წლებში გახლდათ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი: ზალკალიანს საკუთარი განცხადებების ახსნა-განმარტება მოუწევს

 ზვიად გონაძესაც გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. 2012 – 2016 წწ-ში გახლდათ სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი. ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება — 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.

 სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინიტრს მოადგილის პოზიციებზე ასევე  რჩებიან დავით დონდუა, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ამბავი მეორედ მოსვლისა
  აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანმა, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია, თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. მაშინ მთავრობის რიგები ალასანიას თითქმის ყველა თანამებრძოლმა დატოვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი საფრთხის ქვეშაა.

ყველა ახალი ამბავი
0