რა სოციალურ შეღავათებს უწესებს სახელმწიფო მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთ

© photo: Sputnik / Besik Pipiaმთები, სამცხე-ჯავახეთი
მთები, სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ, კანონში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

 ლალი ნოზაძე

2016 წლის პირველი იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. კანონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით  შეიმუშავა და იმ კრიტერიუმების დადგენას ითვალისწინებს, რის საფუძველზეც მთაში მდებარე დასახლებებს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭებათ. მიზანს კი, მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარება, ბიზნესის სტიმულირება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს, რამაც საბოლო ჯამში მთიდან მოსახლეობის მიგრაცია უნდა შეაჩეროს. როგორც „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ „სპუტნიკ ჯორჯიასთან“ საუბარში განაცხადა, ჯერ კიდევ 2002 წლის მონაცემებით, მაღალმთიანი რეგიონების 162 სოფელი სრულიად დაცარიელებულია, ხოლო 500-მდე დასახლებაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. რაც შეეხება,  მაღალმთიანის სტატუსის მიენიჭებას, თამარ ჩიბურდანიძეს თქმით დასახლება 3 კრიტერიუმიდან 2-ს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, ეს კრიტერიუმებია: 1.დემოგრაფიული მდგომარეობა 2002 წლიდან დღემდე, 2. დასახლების მდებარეობა ზღვის დონიდან ანუ სიპსომეტრია და 3. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოს 1600 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

30 დეკემბერს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ, კანონში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარე დასახლებას ენიჭება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე და მის ქვევით მდებარე დასახლებებსაც მიანიჭა. ასეთი დასახლებების რიცხვში მოხვდა: ხევის, მთიულეთის, პანკისის ხეობის, მაღალმთიანი აჭარის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის სოფლებს და საზღვრიპირა დასახლებებსა და ლეჩხუმსა და რაჭას მთლიანად.

სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი რეგიონებისთვის მეტი შეღავათის დაწესება შეიძლებოდა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის საჭირო თანხა ყოველწლიურად  სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდში აკუმულირდება. მე მიხარია, რომ მთის განვითარების ეროვნულმა საბჭოს წევრი ვარ და ამ უმნიშვნელოვანესი კანონის შექმნაში ვმონაწილეობდი. საბჭო თებერვლიდან განაახლებს მუშაობას და ყოველთვიურად შეიკრიბება. ჩვენი ორგანიზაციისთვის პრიორიტეტს საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, ამიტომ ის ორი საკითხი, რომელიც კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში მოხვდა, თუმცა შემდეგ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო ამოღებულ იქნა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბჭოზე კვლავ წამოვაყენოთ. ეს არის ქორწინების წახალისება, ფულადი და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით და უკუმიგრაციის პროცესის ხელშეწყობა ანუ უკან დაბრუნებული ოჯახების წლობით მიტოვებული სახლების აღდგენა-რეაბილიტაციაში დახმარება. მინდა ასევე გახაროთ, რომ პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძეს ინიციატივით დემოგრაფიული უსაპრთხოების კონცეფციაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით წაახალისებს ქორწინებას და შობადობას“- აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

თუშეთი - Sputnik საქართველო
საქართველოში მთიანი რეგიონის მცხოვრებნი პრივილეგიებით ისარგებლებენ
 

ბოლოს, იმის შესახებ თუ, რა სოციალური შეღავათებია გათვალისწინებული „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონთ“. პენსიონრები და სოციალური პაკეტის მიმღები პირები, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად მიიღებენ დანამატს შესაბამისად, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის  არანაკლებ 20%-ს. სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმი სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობის, ხოლო ექთანი პენსიის ერთმაგი ოდენობის ყოველთვიურ დანამატს. ზამთარში გათბობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებებიც განხორციელდება. აბონენტებს  არაუმეტეს 100 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზღაურდებათ. შობადობის წახალისების მიზნით,  დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე ოჯახს მაღალმთიანი ერთი წლის განმავლობაში დაენიშნება ფინანსური დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და მომდევნო ახალშობზე – არანაკლებ 200 ლარი ერთი წლის განმავლობაში. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლები მიიღებენ ხელფასის 35%-იან დანამატს, მთავრობის მიერ სპორტის განვითარების მიზნით შემუშავებულ შესაბამის პროგრამებში დასაქმებული მწვრთნელები, ასევე წახალისდებიან ხელფასის ანაკლებ 50%-იანი დანამატით. მთავრობისაგან ხელშეწყობა ექნება მთაში ბიზნესის წარმოებას. შეღავათები მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებზეა გათვალისწინებული.


ყველა ახალი ამბავი
0