საქართველოს 1600 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 1600 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სატუსი მიენიჭა.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000-ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება-გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური ორშაბათს, 14 დეკემბერს.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 1600 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სატუსი მიენიჭა. 

გარდა ამისა, ამ სტატუსის მქონე დასახლებების რაოდენობა, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 2016 წლის პირველ აპრილამდე შეიძლება გაიზარდოს. 

მაღალმთიანი რეგიონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი მიიღო

საბჭოზე ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე", რაც 2016 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო შეღავათების დაწესებას გულისხმობს. გარდა ამისა, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება სოციალური პაკეტი, რომლის მიხედვითაც გაიზრდება პედაგოგებისა და მედ. პერსონალის ხელფასები, ხოლო პენსია 216 ლარი იქნება.

„პრაქტიკულად, ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ინვესტიციების სტიმულირებასა და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიასთან შეხვედრისას.

 

ყველა ახალი ამბავი
0