ექსპერტი: “საქართველოში შემოსული ტურისტი კახეთში ჩამოტარებულ ხაშლამას ჰგავს“

© https://www.facebook.com/georgianheritage/კაცხის სვეტი
კაცხის სვეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის თქმით, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით პოტენციალი პოტენციალად რჩება რადგან ქვეყანას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტურისტული პროდუქტი.

თბილისი, 6 იანვარი —Sputnik. საქართველოს იმდენი ტურისტი ჰყავს, რამდენის მიღებაც შეუძლია. განაცხადა ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელიამ 

„ჩვენ ვერ მივიღებთ მილიონობით ტურისტს, რადგან შეზღუდულია სასტუმროებში საწოლების რაოდენობა, ხოლო აეროპორტები დიდი გამტარუნარიანობით არ გამოირჩევიან. ამიტომ ჩვენ გვყავს იმდენი ტურისტი, რამდენსაც ვიტევთ“-აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ.

ქართული ღვინო და მთები - Sputnik საქართველო
The Guardian-ის რეიტინგში საქართველოს მოხვედრა ტურისტების რაოდენობას გაზრდის

ექსპერტის თქმით, დღეს  მთელს საქართველოში  დაახლოებით 60 000 საწოლი ადგილია. მაშინ როცა მხოლოდ  ჩეხეთის დედაქალაქ პრაღას 93 000 საწოლი ადგილი აქვს. 

„ჩვენი სტუმრები ძირითადად ტრანზიტით შემოსული მგზავრები არიან, ვიზიტორები რომლებიც საქართველოში ღამეს არ ათევენ. როგორც ხაშლამა იციან კახეთში ჩამოტარებით და მაგიდაზე არ რჩება, ასევე არ გვრჩება შემოსავალი ერთი დღის შემოსული სტუმრებისგან“-აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ. 

ექსპერტის თქმით, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით პოტენციალი პოტენციალად რჩება რადგან ქვეყანას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტურისტული პროდუქტი.

ვარძია - Sputnik საქართველო
მთავრობა ტურიზმის შემოსავლების სამჯერ გაზრდას გეგმავს

„თავისთავად კარგი ბუნება და კარგი ისტორიული ძეგლები ტურისტული პროდუქტი არ არის, ის უნდა იქცეს ან დასვენების ტურად ან სამოგზაურო ტურად და  შეფუთულად გაიყიდოს. ეს გაყიდვები ჩვენ საკმაო რაოდენობით არ გვაქვს“- განაცხდა კვარაცხელიამ. 

მისი თქმით, გამოსავალი სწორად დაგეგმილ სახელმწიფო სტრატეგიაშია. ბიზნესისთვის არის ძალიან ფართო მოქმედების არეალი და სახელმწიფომ ის უნდა წაახალისოს,თუნდაც ისეთი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ხელს სასტუმროების მშენებლობას შეუწყობს.

ყველა ახალი ამბავი
0