თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მაიკლ მაკფიტი — ცხენის ძეხვთან დაკავშირებული სკანდალის მთავარი დამნაშავე, დღეს დილის 7 საათზე ყირგიზეთიდან დეპორტირებულ იქნა, უთხრეს Sputnik-ყირგიზეთს ყირგიზეთის შსს-ს პრესსამსახურში.
მაკფიტის დეპორტორება მის მიერ მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო მოხდა, მას საჭირო დოკუმენტები არ აღმოაჩნდა.
„დღეს დილის შვიდ საათზე, იგი სტამბულიდან დიდ ბრიტანეთში გაფრინდა“, — თქვს შსს-ში.
უცხოელი „მანასის“ აეროპორტში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მიიყვანეს.
30 დეკემბერს მაიკლ მაკფიტმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა და ყირგიზეთის ნაციონალურ კერძს ცხენის სასქესო ორგანო უწოდა, რამაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „კუმტორ გოლდ კომპანის“ თანამშრომლებმა, სადაც მაკფიტი მუშაობდა, გაფიცვა მოაწყვეს და ყირგიზეთის შსს-სა და გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფისათვის უცხოელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვდნენ. თავის მხრივ მაკფიტმა საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა.