ეროვნული კერძის შეურაცხყოფისთვის ყირგიზეთში უცხოელი დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მილიციამ აეროპორტში მაიკლ მაკფიტი დააკავა, რომელიც ყირგიზეთიდან გაქცევას აპირებდა, მას „კუმტორის“ თანამშრომლები ნაციონალური სამზარეულოს შეურაცხყოფაში სდებენ ბრალს.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. დიდ ბრიტანეთის მოქალაქე მაიკლ მაკფიტი, რომელმაც ცხენის ძეხვს ცხენის სასქესო რგანო უწოდა, „მანასის“ აეროპორტში დააკავეს, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ყირგიზეთის სამთო-მეტალურგიის პროფკავშირების ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ ელდარ ტაჯიბაევმა. 

30 დეკემბერს მაიკლ მაკფიტმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა და ყირგიზეთის ნაციონალურ კერძს ცხენის სასქესო ორგანო უწოდა, რამაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.   „კუმტორ გოლდ კომპანის“ თანამშრომლებმა, სადაც მაკფიტი მუშაობდა, გაფიცვა მოაწყვეს და ყირგიზეთის შსს-სა და გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფისათვის უცხოელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვდნენ. თავის მხრივ მაკფიტმა საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა, — იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“.

„დილის სამ საათზე „მანასის“ აეროპორტში მილიციის თანამშრომლებმა ის დააკავეს“, — განაცხადა ტაჯიბაევმა. ის არ გამორიცხავს, რომ მაკფიტი ყირგიზეთიდან გაქცევას ცდილობდა.

მოგვიანებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მაკფიტმა დაწერა: „მინდა გულწრფელი პატიება გთხოვოთ ჩემი სიტყვების გამო. მე მართლა არ მინდოდა ვინმესთვის გულისტკენა, გულწრფელად ვნანობ, მე ასეთი მიზანი არ მქონია“.

კომპანიის თანამშრომლები კვლავაც მოითხოვენ მაკფიტის პასუხისგებაში მიცემას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0