ჩუჩუკი შეგიძლიათ მიირთვათ ცივად, როგორც პირველი თავი კერძი, ან ცხლად, როგორც ძირითადი კერძის დამატება. მაგალითად, ბეშბარმაკუსთან ერთად. მაგრამ ბევრის ჭამა არ შეიძლება, რადგან ის ძალიან ცხიმიანი ხორცისგან მზადდება.
ყირგიზული ეროვნული კერძის, ჩუჩუკის მომზადების რეცეპტი ეთნოკომპექს "სუპარას" შეფ-მზარეულმა ბოლოტ ტენტიევმა გაგვანდო, იუწყება Sputnik ყირგიზეთი.
შეფ-მზარეულის თქმით, საჭიროა შემდეგი პროდუქტები: ნაწლავი (დაახლოებით 30 სმ.) — 1 ც, მუცლის ხორცის ქვედა ნაწილი — 300-400 გრ, ხახვი — 1 თავი, ნიორი — 2-3 კბილი; დაფნის ფოთოლი, მარილი, წითელი წიწაკა, შავი დაფქული წიწაკა — გემოვნებით.
"მუცლის ხორცი ნაწლავის გამოტენვამდე აუცილებელია დაისეროს, დამარილდეს, მოეყაროს წითელი და შავი წიწაკა, დაემატოს დაფნის ფოთოლი, ხახვი, ნიორი და ასეთ მდგომარეობაში დატოვოთ გარკვეული დროის განმავლობაში", — ამბობს ტენტიევი.
ამის შემდეგ ის ფაქიზად უნდა ჩაიდოს კარგად გარეცხილ ნაწლავში, მოეკრას თავები და შეერთდეს. იმისათვის, რომ უმი ჩუჩუკი კარგად გაიჟღინთოს მარილითა და სანელებლებით, 2-3 საათის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ. ამის შემდეგ უნდა ჩავდოთ ცივ წყალში და 2-2,5 საათი ვხარშოთ. ჩუჩუკი შეგიძლიათ მიირთვათ ცივად, როგორც პირველი თავი კერძი, ან ცხლად, როგორც ძირითადი კერძის დამატება", — აღნიშნა შეფ-მზარეულმა.