საქართველო გამოცემა The Guardian-ის ტოპ-სიაში მოხვდა

© https://www.facebook.com/mdf.orgსაქართველო, თუშეთი.
საქართველო, თუშეთი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
The Guardian-ის თანახმად, საქართველო ტურისტებისათვის მიმზიდველია სხვადასხვა სახის კომფორტითაც - იაფი ავიარეისები, 5, 4, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ბარების, რესტორნებისა და კულტურული გასართობი ღონისძიებების დიდი არჩევანი, ასევე ქართული ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველო ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Guardian-ის ტოპ—სიაში მოხვდა, იმ ქვეყნებს შორის, რომლის მონახულების რეკომენდაციასაც გამოცემა თავის მკითხველს უწევს. 

ცნობილმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, შეადგინა იმ ადგილების რეიტინგი, სადაც შეიძლება მიმდინარე წელს აღინიშნოს იუბილეები, სამახსოვრო თარიღები და ასევე მოიწყოთ დაუვიწყარი დასვენება. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საით მიდის ქართული ღვინის გზა?

 The Guardian თვლის რომ მოგზაურებისათვის საქართველო მრავალმხრივი აღმოჩენების ქვეყანაა — ღვინის ტურებით,  ისტორიული და კულტურული ძეგლებით  და სხვადასხვა გასართობი  ღონისძიებებით. 

„25 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო პერსპექტიული ქვეყანა გახდა მთებსა და ტბებზე სათავგადასავლო ტურებისათვის. საქართველო ევროპაზე ნაკლებ ხალხმრავალია, თუმცა იქ გაცილებით მეტს მიიღებთ თქვენს მიერ დახარჯული ფინანსებით“, — თვლის  ბრიტანული გამოცემა. 

გარდა ამისა, The Guardian-ის თანახმად, საქართველო ტურისტებისათვის მიმზიდველია სხვა სახის კომფორტითაც — იაფი ავიარეისები, 5, 4, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ბარების, რესტორნებისა და კულტურული გასართობი ღონისძიებების დიდი არჩევანი, ასევე ქართული ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა. 

ტურისტები - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა წლის დასაწყისიდან 5,9%-ით გაიზარდა

საქართველოს გარდა The Guardian-ის რეიტინგში მოხვდა მსოფლიოს ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ავსტრალიის მარჯნის რიფები, ფრანგული ქალაქი ბორდო, ირლანდიის, სლოვენიისა და დანიის დედაქალაქები, 2016 წლის ზაფხული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი — რიო-დე ჯანეირო, ინგლისური საგრაფო კორუოლი, მხატვარ ბოსხის სამშობლო — ჰოლანდიური ჰერტოგენბოსი, ინგლისური საგრაფო დარემი და აშშ-ს ბუნებრივი ლანდშაფტები. 

2016 წლის დასვენებისათვის პოპულარულ ადგილებს შორის The Guardian-მა ასევე დაასახელა ისლანდია, საფრანგეთი, კანადა, შოტლანდია, იტალია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ირანი, იაპონია, პერუ, კოსტა-რიკა და სხვა. 


ყველა ახალი ამბავი
0