PHILIP MORRIS –ის სიგარეტებზე გაზრდილი ფასი დიდ ხანს ვერ შენარჩუნდება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი გაძვირდა
სიგარეტი გაძვირდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება იმას, შეამცირებს თუ არა სიგარეტზე გაზრდილი ფასები ქვეყანაში მწეველების რაოდენობას, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის აზრით , ეს არის საკმაოდ მცირე ზრდაა იმისათვის, რომ მწეველი დაფიქრდეს და გარკვეულწილად უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. PHILIP MORRIS-ის სიგარეტების ფასების გაორმაგება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდას არ გამოუწვევია, განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.  

„აქციზის განაკვეთმა უმნიშვნელოდ მოიმატა. ფილტრიან სიგარეტზე  გადასახადი 20 თეთრით, ხოლო  უფილტროზე კი  5 თეთრით გაიზარდა.  5%-ით მოიმატა ადვალურმა გადასახადმაც. შესაბამისად  სიგარეტის ფასი საშუალოდ დაახლოებით 30-40 თეთრით უნდა გაზრდილიყო.“- აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

თამბაქო - Sputnik საქართველო
კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა

1 იანვრიდან საქართველოში კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ფასები საკმაოდ გაიზარდა. „პარლამენტის“ ფასია 10 ლარი, „მარლბოროსი“- 8 ლარი, „ელ-ემი“ 4 ლარი გახდა, „ჩესტერფილდი“ 5 ლარი, „ბონდი“ 3 ლარი. 

საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიების განმარტებით, ფასზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. გაძვირების სავარუდო მიზეზად  აქციზის  ზრდა სახელდება.

გიორგი ბახტურიძის აზრით  PHILIP MORRIS-ის ბრენდის სიგარეტებზე ფასების ზრდა შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც  ბაზრაზე გარკვეული მანიპულაციების განხორციელებით, ასევე მოთხოვნა მიწოდების დისბალანსით. 

„PHILIP MORRIS-ი დაინტერესებულია, რომ მისი  პროდუქცია გასაღდეს. თუ ამ კლასისი სიგარეტის ფასი არის 3 ლარი და მათი ბრენდის  ფასი 10 ლარი,  შესაბამისად მომხმარებერლი  შესაბამისი კლასის  უფრო იაფ-ფასიან  სიგარეტზე გადავა, ეს რა თქმა უნდა კომპანიის ინტერესში არ შედის. აქედან გამომდინარე ეს აჟიოტაჟი რამდენიმე დღეში გაივლის და ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია დარეგულირდება.“-აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ. 

რაც შეეხება იმას, შეამცირებს თუ არა სიგარეტზე გაზრდილი ფასები ქვეყანაში მწეველების რაოდენობას, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის აზრით, ეს არის საკმაოდ მცირე ზრდაა იმისათვის, რომ მწეველი დაფიქრდეს და გარკვეულწილად  უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე.

„ჩვენ რა თქმა უნდა მომხრე ვართ, რომ  მეტი გადასახადი და კომპენსაციები დაეკისროს ამ ინდუსტრიას, რადგან ის  ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია იმის გამო,რომ აყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას“-აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
რუსეთში 1 იანვრიდან თამბაქოსა და ალკოჰოლზე სააქციზო განაკვეთი გაიზარდა
 

2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იზრდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პარლამენტმა 2015 წლის 11 დეკემბერს მიიღო. 

კანონის მიზანია თამბაქოზე კონტროლის გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო განაკვეთის ოპტიმიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0