თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. რუსეთის საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად, 1 იანვრიდან თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა.
საგადასახადო კოდექსი 2016-2017 წლებისთვის სააქციზო განაკვეთის იმ მოცულობით გაზრდას ითვალისიწნებს, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა. ამასთან, რუსი მეღვინეების მიერ წარმოებულ ღვინოზე აქციზის ფასი უცხოური წარმოების ღვინოსთან შედარებით, ორჯერ ნაკლები იქნება.
2016 წელს რუსეთის ბაზრისთვის გათვალისიწინებულ უცხოურ ღვინოზე აქციზის ფასი 9 რუბლი იქნება ერთ ლიტრზე, 2017 წელს კი 10 რუბლი, ხოლო ადგილობრივ ღვინოზე კი 2016-2017 წლებში 5 რუბლი.
ლუდზე და ლუდის სასმელებზე, რომელთა შემცველობაშიც 0,5%-დან 8,6%-მდე ეთილის სპირტია, 2016 წელს 1 ლიტრის ფასი 20 რუბლი იქნება, 2017 წელს კი 21 რუბლი.
2016 წელს სააქციზო განაკვეთები ალკოჰოლურ პროდუქციაზე, რომელთა შემცველობაშიც 9%-მდე ეთილის სპირტი შედის და ღირებულება 400 რუბლი იქნება, 2017-წელს 418 რუბლი გახდება, ხოლო 9%-ზე მეტი შემცველობის ალკოჰოლურ პროდუქციაზე კი 500 რუბლის ნაცვლად, 2017 წელს — 523 რუბლამდე გაიზრდება. სააქციზო გადასახადები ეთილის სპირტსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე შეიცვლება..
2016 წელს სააქციზო განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზეც იცვლება. 1 კგ თამბაქოს ფასი 2000 რუბლის ნაცვლად 2017 წელს 2200 რუბლი იქნება, ხოლო სიგარის ფასი — 141 ნაცვლად, 155 რუბლი.