ერ–რიადთან ურთიერთობების გაწყვეტა დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს

© photo: Sputnikთეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიხ ნიმრ ან–ნიმრის სიკვდილით დასჯა ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის ერთგულთა შორის განხეთქილებას შეიტანს, ამის თავიდან არიდება კი ნამდვილად ღირს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმპურმა.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საუდის არაბეთის მხრიდან ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რეგიონში მხოლოდ დაძაბულობას გაზრდის, ეს არ შეიძლება გამჭრიახ ნაბიჯად ჩაითვალოს, განუცხადა სააგენტო  Sputnik–ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმპურმა.

კვირას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ–ჯუბეირმა განაცხადა, რომ ირანთან, მისი „სამეფოს საქმეებში ღია ჩარევის, რეგიონში მტრული ქმედებებისა და თეირანში სამეფოს საელჩოსა და ქალაქ მეშჰედში საკონსულოზე თავდასხმის“ გამო, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ინციდენტები შაბათს, შიიტი მოძღვრის ნიმრ ან–ნიმრის სიკვდილით დასჯის შესახებ საუდის არაბეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში მოხდა. 

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი - Sputnik საქართველო
Independent: საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა დასავლეთს დილემის წიმაშე აყენებს

„საუდის არაბეთის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ირანთან მხოლოდ რეგიონში დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს. ქვეყნები ახლა ირანთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ისწრაფვიან, ხოლო ერ–რიადი ამ ურთიერთობებს წყვეტს. ეს, დიპლომატიის თვალსაზრისით, გამჭრიახი ნაბიჯი არ არის“, – განაცხადა რაჰიმპურმა.

მისი თქმით, შეიხ ან–ნიმრას სიკვდილით დასჯა ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის ერთგულთა შორის განხეთქილებას შეიტანს, ხოლო ასეთი შოვინისტური პოლიტიკისგან თავშეკავება ნამდვილად ღირს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზაფირმა მთელი რიგი სატელეფონო საუბრები გამართა, რათა ვითარება დაემშვიდებინა. მან დაადასტურა, რომ „ირანს მტკიცე პოზიცია აქვს რეგიონის პრობლემებისადმი და ხაზი გაუსვა ქვეყნის დიპლომატიურ მიდგომას მათი გადაჭრისადმი“, — თქვა რაჰიმპურმა. მინისტრის მოადგილემ ასევე დაიცვა ირანის პოზიცია საუდის არაბეთში საელჩოსა და საკონსულოზე მომხდარ შეტევებში და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი იღონეს წარმომადგენლობების დასაცავად. შაბათს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტერორიზმსა და ტეროროზმის წახალისებაში ბრალდებული 47 პირის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა. 

ერ-რიადი - Sputnik საქართველო
ირანელი პოლიტოლოგი: აშშ–მა საუდის არაბეთი უნდა შეაჩეროს

სიკვდილით დასჯილთა შორის იყო შიიტი მოძღვარი ნიმრ ან-ნიმრიც. ინფორმაციამ მისთვის თავის მოკვეთის შესახებ ისლამური სამყაროს შიიტი პოლიტიკოსებისა და რელიგიური მოღვაწეების რისხვა გამოიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.

შაბათს, საუდის არაბეთის შსს–მ 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა, რომლებიც ტერორიზმისა და მისი წაქეზების გამო გასამართლდნენ. დასჯილთა შორის იყო ნიმრ ან–ნიმრი. მისი სიკვდილით დასჯის ამბავმა ისლამური სამყაროს შიიტ პოლიტიკოსებსა და რელიგიურ მოღვაწეთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.  

მოძღვარი ნიმრ ან–ნიმრი საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 2012 წელს, ქვეყნის აღმოსავლეთით საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავა. 2014 წელს მას, უთანხმოების გაღვივების, მეფის დაუმორჩილებლობისა და წესრიგის დამცველთა წინააღმდეგ ტერორისტული შეტევების განხორციელების მიზნით, ტერორისტული ჯგუფის შექმნის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0