საქართველოს 2015 წლის მთავარი მოვლენები

© photo: Sputnik"გზა ევროპისკენ"
გზა ევროპისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველო ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდა, რუსეთმა ასევე გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, ხოლო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა, თანაც ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავს.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი ხელისუფლების მართვის მესამე წელი ეკონომიკური კრიზისით, მთავრობაში საკადრო გადაადგილებებითა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღღმავებით — მათ შორის, ევროკავშირთან დაახლოებითა და რუსეთთან ახალი ეტაპის დაწყებით  აღინიშნა, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.    

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე მოვლენა მოხდა: ქვეყანა ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე გადავიდა, რუსეთმა ასევე გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, ხოლო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა, თანაც ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავს. 

ეროვნული ვალუტის ვარდნა

საქართველოში მთელი წლის მანძილზე შეინიშნებოდა ეროვნული ვალუტის ვარდნა, რამაც მხოლოდ ფასების გაზრდა კი არ გამოიწვია, არამედ მმართველი კოალიცია „ქართულილ ოცნების“ რეიტინგის ვარდნაც, ვინაიდან ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თითქმის 35%-ით გაიაფებული ლარის დასტაბილურება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო რეიტინგებში

სავალუტო კრიზისის  ფონზე, მთავრობამ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ოპოზოციამ გააკრიტიკა. მინისტრმა კაბინეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც მიმართა გადაუდებელი დახმარების თხოვნით და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული პრაქტიკულად ყველა ობოექტის გაყიდვის განზრახვის თაობაზე განაცხადა.   

სავალუტო კრიზისის ფონზე ოპოზიციამ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, სადაც მთავრობის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდეს. ეს არ მოხდა, ხოლო წლის ბოლოს ლარის კურსის დასტაბილურება მოხერხდა.   

სტიქია 

2015 წელს საქართველოსთვის კიდევ ერთ გამოცდად იქცა თბილისში ივნისის შუა რიცხვებში მომხდარი წყალდიდობა, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე ვერე ნაპირებიდან გადმოვიდა, დაანგრია საცხოვრებელი სახლები, წაიღო ავტომობილები და პრაქტიკულად გაანადგურა ქალაქის ზოოპარკი.  

ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში დაასრულა შლამით სავსე ქალაქის ცენტრის გაწმენდითი სამუშაოები, სპეციალურ სამსახურებს ათასობით მოხალისე ეხმარებოდა გაწმნდით და საძიებო სამუშაოებში. 

ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევრაზე მეტი დაიღუპა, 30-ზე მეტი ცხოველი ქალაქში დაეხეტებოდა, ქალაქში იგრძნობოდა პანიკა. სტიქიური უბედურებიდან ორიოდე თვის შემდეგ ზოოპარკმა მუშაობა განაახზლა, თუმცა ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „მნახველთა წინანდელი რაოდენობა ვერ აღადგინეს“. 

თბილისი  მერმა დავით ნარმანიამ ახალი ზოოპარკის აშენების პირობა დადო, ხოლო ძველის ადგილზე სარეკრეაციო ზონის გაშენება იგეგმება. თბილისისთვის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალმა 90 მლნ დოლარი შეადგინა. 

ნაბიჯი წინ ევროკავშირისა და ნატოსკენ

2015 წლის მთავრ მიღწევად ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება იქცა. 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.  თბილისში იმედი აქვთ, რომ ქვეყნის მოსახლეობა ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას უკვე გაზაფხულის ბოლოდან შეძლებს. 

თუმცა, ეს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში დასაქმების შესაძლებლობას არ აძლევს, რისი იმედიც აქვთ მათ. ამასთან, შენგენის ვიზის არმქონეებს საზღვარზე მთელი რიგი საბუთების წარდგენა მოუწევთ. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა

კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას „ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ უწოდა — ეს თბილისი გარეუბანში ნატოს ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა გახლდათ. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი ასეთი ობიექტია კავკასიაში. სასწავლო ცენტრი აგვისტოს ბოლოს გაიხსნა. აქ მომზადებას გაივლიან ალიანსისა და ნატოს წევრი-ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.  

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო „ახალი აბრეშუმის გზის“ გახსნა, რაც თბილისში ჩინეთიდან პირველი სატვირთო მატარებლის შემოსვლით აღინიშნა. მატარებელი თბილისიდან თურქეთში, იქიდან კი ევროპაში გაემგზავრა. ელექტროტექნიკით დატვირთული კონტეინერები ჩინეთიდან 29 ნოემბერს დაიძრა, გადაკვეთა ყაზახეთის ტერიტორია, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში ჩავიდა, იქიდან კი თბილისში ჩამოვიდა. 

„ახალი აბრეშუმის გზის“ საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ „მალე საქართველო მულტირემგიონულ ცენტრად იქცევა, რომელიც ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს დააკავშირებს“. 

2015 წელს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე. თუმცა გარიგების დეტალები დღემდე უცნობია. ამ ორი კონტრაქტის ღირებულება 77 მლნ ევროს შეადგენს. ფრანდი ოფიცრები, რომლებიც ქართველ სამხედროებს საჰაერო უსაფრთხოებას შეასწავლიან, საქართველოში 2016 წლის იანვარში ჩამოვლენ. 

რუსეთი და ვიზები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი თბილისთან, რასაც 23 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყვა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სამოგზაუროდ ვიზების გამარტივების თაობაზე. 

კადრი რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან სიყვარული აქცენტით 2: საზღვრების გარეშე - Sputnik საქართველო
ხედვა რუსეთიდან: საქართველო–რუსეთი — დათბობა 2016?

ამ ახალი ამბის გავრცელებისთანავე გაიზარდა რუსეთში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა, ხოლო შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესთა სექციასთან რიგები დადგა. 

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „რის ნოვოსტის“ უთხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, „როდის გააუქმებს რუსეთი სრულად საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს“, თუმცა ასეთი განზრახვა არსებობს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0