2016 წელს Energo-Pro Georgia-სთვის ახალი ტარიფები ძალაში შევიდა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიელექტროენერგიის ტარიფი
ელექტროენერგიის ტარიფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის გადაწვეტილების თანახმად, სამომხმარებლო ტარიფი უცვლელია, კომერციული სექტორისთვის კი შემცირდა.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) 2016 წლისთვის ენერგოპროჯორჯიას ახალი ტარიფები დაუწესა.

ახალი ტარიფები ძალაში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა და 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. კომისიის გადაწვეტილების თანახმად, სამომხმარებლო ტარიფი უცვლელია, კომერციული სექტორისთვის კი შემცირდა.

Репродукция картины Я. Сухова Динамо - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

2016 წელს Energo-Pro Georgia-ს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 0,81 თეთრით შემცირდა და  1 კვ/სთ-ზე 11,622 თეთრი შეადგინა.

 2015 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი Energo-Pro Georgia-ს მომხმარებლებისათვის 3,95 თეთრით გაიზარდა 1 კვტ.სთ-ზე. შესაბამისი გადაწყვეტილება GNERC- მა 23 ივლისს მიიღო. 

კახეთი - Sputnik საქართველო
კახეთში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

კომისიის გადაწყვეტილებით,  Energo-Pro Georgia-ს იმ აბონენტებისათვის, ვინც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 1კვ/სთ ელექტროენერგიის გადასახადი 12,954 თეთრი გახდა; 101-დან 301 კვტ.სთ-მდე — 16, 93 თეთრი, ხოლო 301 კვტ/სთ-დან ზევით მოხმარებულ ენერგიაზე — 21,45 თეთრი. (მიმდინარე კურსი:1 დოლარი — 2,4 ლარია). 

 

ყველა ახალი ამბავი
0