საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

© photo: Sputnik / А. Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშიРепродукция картины Я. Сухова "Динамо"
Репродукция картины Я. Сухова Динамо - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო–პროს“ აბონენტებისთვის, რომლებიც 101კვტსთ-ს მოიხმარენ, ტარიფი 12,954 თეთრია, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 16,93 თეთრი, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებლისთვის — 21,45 თეთრი.

თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი  „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის 3, 95 თეთრი/კვტ.სთ–ით (1,75 ცენტი/კვ.სთ) გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC)  ხუთშაბათს, 23 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

GNERC-ში  ენერგოგამანაწილებელი კომპანიის „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მიერ ტარიფის კორექტირების შესახებ  განცხადების წარდგენა ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება. კანონმდებლობის თანახმად, GNERC ვალდებული იყო აღნიშნული განცხადება 2015 წლის 10 სექტემბრამდე განეხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო–პროს“  აბონენტებისთვის, რომლებიც 101კვტ.სთ-ს მოიხმარენ, ტარიფი 12,954 თეთრია, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 16,93თეთრი, ხოლო 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე— 21,45 თეთრი. ახალი ტარიფები 2015 წლის 1 აგვისტოდან  ამოქმედდება და 2016 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ გარდა, GNERC-ში განცხადება "თელასმა“ და „კახეთის სადისტრიბუციო კომპანიამ“ შეიტანა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა. 

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით, ხელისუფლება სუბსიდიების გამოყოფას გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს, 23 ივლისს. პრემიერმა მთავრობის წევრებს დღის ბოლომდე სუბსიდირების შესაბამისი სქემის წარმოდგენა დაავალა.

მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი

2013 წელს საქართველოს მთავრობამ და ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს 2013 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ტარიფების შემცირების თაობაზე.

 „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის 101კვტ.სთ-ის მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 9,44 თეთრია, 101-დან 301-მდე — 12,98 თეთრი, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზევით — 17,5 თეთრი.

(ვალუტის კურსი: 1აშშ დოლარი – 2,25 ლარი)

 

ყველა ახალი ამბავი
0