ამოქმედდა სოციალური შეღავათები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის

© photo: Sputnik / Besik Pipiaმთიანი რეგიონები
მთიანი რეგიონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიანი რეგიონების ფიზიკური პირები გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ხოლო მეწარმეები - მოგებისა და ქონები გადასახადისა.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik.  საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 2016 წლის 1 იანვრიდან განსხვავებული სოციალური დახმარება — კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ — ამოქმედდა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისკენ არის მიმართული.

 კანონის თანახმად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე — ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას.

სვანეთი - Sputnik საქართველო
2016 წლიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს

 პირველი იანვრიდან ასევე გათვალისწინებულია გაზრდილი ვაუჩერების გაცემა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისთვის, პროფესიული სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის. აღნიშნული ვაუჩერის წესი და გაცემის პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

 გარდა ამისა, ფიზიკური პირები გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ხოლო მეწარმეები — მოგებისა და ქონების გადასახადისა. 

 ადმინისტრაციულ ორგანოs, რომელიც უფლებამოსილია, სამეწარმეო სუბიექტს მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საწარმოს სტატუსი მიანიჭოს, ასევე მინიჭების, სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის წესსა და პირობებს, მთავრობის დამტკიცებული დადგენილება განსაზღვრავს.

პენსიონერი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიები გაიზრდება

 კანონით გათვალისწინებული რიგი სოციალური შეღავათები 2016 წლის სექტემბერში ამოქმედდება.

 კერძოდ, პენსიის ყოველთვიური დანამატი არანაკლებ 20% იქნება. ასაკობრივი პენსიონერები 2016 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად 216 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებენ.

 მთავრობა აპირებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზღაუროს.

 ასევე მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის — სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის — სახელმწიფო პენსიის ოდენობით.


ყველა ახალი ამბავი
0